navigacia
...


როგორ გახდე წარმატებული - 10 ოქროს წესი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

წარმატება სულაც არ არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ფულზე. ყველაზე მთავარი ემოციების კონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნებაა სტრესულ სიტუაციებში. კონსალტინგურმა ცენტრმა „ტალენტსმარტმა“ მილიონზე მეტი ადამიანი შეისწავლა და გაარკვია, რომ მათ შორის 90 პროცენტზე მეტმა პროფესიულ წარმატებებს სწორედ ამ თვისებების წყალობით მიაღწია - ჰქონდათ უნარი, ემართათ ემოციები სტრესის დროს და სიტუაციის კონტროლი არ დაეკარგათ.

სტრესი სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას და მის საქმიანობაზეც ახდენს გავლენას. იელის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადგინეს, რომ ხანგრძლივი ნეგატიური განცდები აუარესებს ტვინის იმ ზონების მუშაობას, რომლებიც თვითკონტროლზე არიან პასუხისმგებელნი.

თუმცა რასაკვირველია, სტრესსაც (ზომიერების ფარგლებში) აქვს თავისი დადებითი მომენტები. მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანმოკლე სტრესული სიტუავიები ტვინის ახალი უჯრედების ზრდას ააქტიურებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. თუმცა ხანგრძლივი სტრესული სიტუაცია ყველანაირად ცუდ გავლენას ახდენს. ამიტომ, სტრესი უნდა განიცადოთ, მაგრამ მასზე კონტროლი არ უნდა დაკარგოთ.
მაშ ასე, წარმატებული ადამიანების 10 მთავარი წესი, რომლებიც იმავდროულად ხანგრძლივი სტრესების დაძლევაშიც დაგეხმარებათ:

1. დააფასე ის, რაც გაქვს

2. ნუ დაეჭვდები საკუთარ თავში

3. ყოველთვის დადებითად იყავი განწყობილი, პოზიტიურად იფიქრე

4. ხანდახან (განსაკუთრებით უქმეებზე) სრულიად მოეშვი და მოდუნდი

5. ნაკლები კოფეინი მიიღე

6. არ მოიკლო ჯანსაღი ძილი

7. საკუთარ თავზე ცუდად არ იფიქრო

8. თუ არ შეგიძლია მოვლენების მართვა, მათზე შენი რეაქცია მართე და სხვაგვარად შეხედე ყველაფერს

9. თავისუფლად ისუნთქე, ჩაიტარე სუნთქვითი ვარჯიშები

10. არ შეგრცხვეს დახმარების თხოვნის

loading...
ADMIN 1013 0 2014-03-16
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css