navigacia
...


ბიუსტჰალტერი - აქსესუარი, რომელიც კოცონზე დაწვეს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

უკვე რამდენიმე წელია რაც ქალების ამ მნიშვნელოვანმა აქსესურმა საუკუნოვანი ზღურბლი გადალახა და ტრადიციისა და მოდის გათვალისწინების გარეშე, მილიარდობით ქალბატონის ინტიმურ გარდერობში თავისი მტკიცე ადგილი დაიკავა. 1907 წელს ჟურნალმა „ვოგმა“ სახელწოდებით პირველი „თანამედროვე“ ბიუსტჰალტერიანი მოდელების სურათების დაბეჭდვა დაიწყო. ფრანგები ქალის ამ აქსესუარს „მკერდის დამჭერს“ ნიშნავდა. მართლაც, იმდროინდელი ბიუსტჰალტერი დამჭერ კორსეტს უფრო წააგავდა. მართალია, იგი ფრანგებმა გამოიგონეს, თუმცა ამერიკელებმა სრულყვეს თანამედროვე ფორმა მისცეს. ბიუსტჰალტერის გამოგონებაში პირველი პატენტი 1914 წელს გაიცა. მისი მფლობელი ნიუ-იორკში მცხოვრები ქალბატონი მერი ფელპს იაკობი გახდა, რომელმაც იგი კომპანია უორნერს 1500 დოლარად მიჰყიდა. 1917 წელს სამხედრო წარმოების სასარგებლოდ, რკინის დეტალით აღჭურვილ ბიუსტჰალტერზე ამერიკელმა ქალბატონებმა უარი განაცხადეს. ამ „ქველმოქმედების“ წყალობით 28 ათასი ტონა რკინა ბიუსტჰალტერების დამზადების ნაცვლად, ორი სამხედრო ხომალდის აშენებას მოხმარდა. 1920 წლამდე ამ აქსესუარის ისეთი მოდელები იყო პოპუალარული, რომლებიც მკერდს აბრტყელებდნენ და აპატარავებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ნეილონის გამოგონება კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ ნატურალური მასალის ადგილი სინთეტიკურმა პროდუქციამ დაიკავა. 50-იანი წლები მომხიბვლელი ფორმების მქონე, მშვენიერი მანდილოსნების ეპოქად იქცა: მოდაში შემოვიდა „ფუმფულა“ მკერდი. მერილინ მონროც კი, რომლის შიდა საცვლები ერთ-ერთ აუქციონზე გაყიდეს, მკერდის გასადიდებლად სხვადასხვა ხრიკს იყენებდა. იყო დრო, როდესაც სიტყვა ბიუსტჰალტერის წარმოთქმა ხმამაღლა არ შეიძლებოდა, ხოლო თუ ვინმე მაინც გაბედავდა, თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა და ამ უხერხულობის გამო ხშირად წითლდებოდა. მაგალითად, იტალიაში ამ „ავადსახსენებელი“ სიტყვის მნიშვნელობას ამორალურადაც კი მიიჩნევდნენ. XX საუკუნის 60-იანი წლები ამ აქსესუარისთვის ყველაზე მძიმე გამოცდა აღმოჩნდა: მკერდი და შესაბამისად ბიუსტაჰლტერიც ლამის ანათემას გადაეცა: 1968 წელს ფემინისტებმა თავიანთი ბიუსტჰალტერები კოცონზე დაწვეს. მსგავსი სცენა „მის ამერიკის“ საფინალო კონკურსის წინაც გათამაშდა. ერთი სიტყით, ისტორიულ კოცონში ქალის რომელი აქსესუარი არ ცვიოდა - თმის საჭერი, პინცეტი, დეპილაციისთვის საჭირო ცვილი, ქუსლებიანი ფეხსაცმელები, მოკლედ ყველაფერი, რაც წამების ინსტრუმენტად აღიქმებოდა. თუმცა ამ ნივთებიდან დისკრიმინაციისა და სქესთა არათანაფარდობის სიმბოლოდ მაინც ბიუსტჰალტერი იქცა. მაგრამ ემანსიპაციური წმენდის გამო გარდერობში ღრმად გადანახულმა ქალის ამ აქსესუარმა XX საუკუნის ცნობილ ქალბატონებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა: მატა ჰარი მასში საიდუმლო დოკუმენტებს ინახავდა, მერილინ მონრო ერთ-ერთ ფილმში ამბობდა, რომ ბიუსტჰალტერს მაცივარში ინახავდა, ხოლო სოფი ლორენისა და ბრიჯიტ ბარდოს უზონარო ბიუსტჰალტერებმა იმ დრონიდელი მოდა მნიშვნელოვნად შეცვალეს. ის, რაც შემდგომ ბიუსტჰალტერის „ცხოვრებაში“ მოხდა, უკვე თანამედროვეობაა: 1994 წელს გამოგონილი ბიუსტალტერი პატარა მკერდის პატრონსაც კი ეხმარება. თანამედროვე წარმოება კი „ჭკვიანი“, ან უფრო უკეთესი, „მოლაპარაკე“ ბიუსტჰალტერის შექმნისკენ მიიწევს. უკვე გამოგონილია ისეთი მოდელები, რომლებიც ფერს იცვლიან ან საჭიროებისამებრ იბერებიან. ზოგიერთი ბიუსტჰალტერი მიკროჩიპით არის აღჭურვილი, რომელიც წნევას ზომავს და გულის ცემის სიხშირეს აფიქსირებს. ერთ-ერთ მოდელს კი სასიგნალო ღილაკიც აქვს, რომელიც მის მფლობელს ციდან მომავალი საშიშროების შესახებ აცნობებს. ამ უცნაურ ბიუსტჰალტერს „არმაგედონი“ ეწოდება და იმ ქსოვილისგან არის შეკერილი, რომლითაც ნასას ეკიპაჟის კოსტიუმები იკერება.

loading...
ADMIN 1105 0 2014-03-16
3.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 16
სტუმრები 16
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css