შაკირას ქმარი მამაკაცებთან ერთად გადაღებას უკრძალავს - ''ჩემი უკანალის შეხების უფლება მხოლოდ რიანას აქვს''
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ცნობილი მომღერალი მუსიკალური ჟურნალის ''ბილბორდის'' გარეკანზე გამოჩნდა და პატარა ინტერვიუც მისცა პირად საკითხებზე.
აღიარა, რომ მისი სამოქალაქო ქმარი და მისი შვილის მამა, ფეხბურთელი ჟერარ პიკე, ძალიან მესაკუთრეა: ''აღარ მრთავს ნებას, რომ კლიპებში მამაკაცებთან ერთად ვითამაშო, ასე რომ, ქალებთან ერთად დავიწყე გადაღება.
ჩვეულ ვიდეოებს ვეღარ ვიღებ. არც კი განიხილება ის, თუ მე რა არ მომწონს. თუმცა არ ვაპროტესტებ, მომწონს, რომ ის თავის ''ტერიტორიას'' იცავს და მაფასებს. ასე რომ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ოდესმე მისცემს უფლებას, ჩემს უკანალს შეეხოს, ეს რიანაა''.
შაკირა გულისხმობდა მისი და რიანას ბოლოდროინდელ გულახდილ ვიდეოს ერთობლივ სიმღერაზე.
შაკირას ჟერარ პიკესგან შვილი შარშან გაუჩნდა - პატარა მილანი. დედა-შვილი ხშირად დადის სტადიონზე ფეხბურთელის მატჩების სანახავად.
loading...
ADMIN |
1967 |
|
2014-03-10 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი