41 წლის კარმენ ელექტრა: ''ახლა გაცილებით თავდაჯერებული ვარ!''
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
1980-იანი წლების ცნობილი სუპერმოდელები ამტკიცებენ, რომ ნამდვილად ვარსკვლავები იყვნენ. ამიტომაც არის, რომ 40-ს გადაცილებულებიც მოთხოვნადი არიან და სინდი კროუფორდის, კეიტ მოსის და სხვათა სახელები ახალმა თაობამაც იცის.
ასევეა კარმენ ელექტრა. 41 წლის მოდელი კვლავ აღმოჩნდა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე. FHM-ის აპრილის ნომერი სწორედ კარმენის ვნებიანი ფოტოთი იქნება დამშვენებული.
კარმენმა აღიარა, რომ ასაკთან ერთად მეტად თავდაჯერებული გახდა და ახლა გაცილებით ნაკლებად ღელავს. ''ვიცი, რომ ცხოვრებაში ვიპოვე ჩემი ადგილი და ამ ადგილას თავს უფრო მომხიბვლელად ვგრძნობ, - ამბობს ვარსკვლავი, - ეს ჟურნალი მთელი ჩემი სამოდელო კარიერის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო და დიდი პატივია, რომ კვლავ მოვხვდი მის გარეკანზე''.
loading...
ADMIN |
1125 |
|
2014-03-10 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი