navigacia
...


ანკარაში ნაპოვნმა ბიბლიამ ვატიკანი შოკში ჩააგდო


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თურქეთში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა - 1500 წლის წინ დაწერილ ბიბლიას მიაკვლიეს. ამ აღმოჩენამ ვატიკანში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მასში არის ბარნაბას სახარება, რომელიც ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე იყო და პავლე მოციქულთან ერთად მოგზაურობდა. წიგნი 2000 წელს იპოვეს და საიდუმლოდ ინახება ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მისი ფურცლები ტყავის არის, დაწერილია არამეულ დიალექტზე, იესო ქრისტეს ენაზე და დროისგან გაშავებულია. არსებული მონაცემებით, ექსპერტებმა წიგნი შეამოწმეს და მისი ორიგინალურობაც დაადასტურეს. როგორც თეირანის რელიგიური ლიდერები ირწმუნებიან, ტექსტიდან გამომდინარეობს, რომ იესო არ გაუკრავთ ჯვარზე, ის არც ღმერთის შვილი იყო, არამედ იყო წინასწარმეტყველი, პავლე კი ''თვითმარქვია''. წიგნში ასევე ნათქვამია, რომ იესო ცაში ცოცხალი ამაღლდა, არ უწამებიათ და იუდა ისკარიოტელი გააკრეს ჯვარზე მის ნაცვლად. როგორც ჩანს, ეს ისლამისტური პროპაგანდის ნაწილია, რადგან ადვილი მისახვედრია, რომ თურქ სულიერ ლიდერებს ძალიან აძლევთ ხელს ბიბლიის ამგვარი ინტერპრეტირება. მით უმეტეს, რომ მათივე მტკიცებით, წიგნში ნაწინასწარმეტყველებია ისლამის უკანასკნელი მხსნელის გამოჩენა - რაც ჯერ არ მომხდარა. ვატიკანმა შეშფოთება გამოთქვა ამ აღმოჩენის გამო და თურქეთის მთავრობას სთხოვა, კათოლიკე ესქპერტებთან ერთად შეისწავლონ და შეაფასონ წიგნის შინაარსი. მიიჩნევა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ნიკეის ტაძარში სახარების გარკვეული ცენზურა მოახდინა და ზოგიერთი ნაწილი ამოიღო, შესაძლოა, მათ შორის იყო ბარნაბას სახარებაც.

loading...
ADMIN 1171 0 2014-03-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 9
სტუმრები 9
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css