+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
ეთერ კაკულიას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება 1983 წელს მიენიჭა. ის მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი იყო, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტი იყო. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.