კრისტიანო რონალდო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ მოდელთან ირინა შეიკთან, ინტერვიუში შეიკი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი კრისტიანო რონალდუ მხარს უჭერენ აფხაზეთიდან დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებას. ინტერვიუში ცნობილი მოდელი სოციალურ ქსელში დადებულ ფოტოზე გაკეთებულ კომერნტარებს ეხმაურება.
"მართალი გითხრათ, მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის გახსნაზე გადაღებული ფოტო დავდე, ფეისბუქზე აღარ შევსულვარ და ქართველების კომენტარები არ მინახავს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მე ქართველი მეგობრები მყავს, სწორედ აფხაზეთიდან დევნილები. ერთ-ერთ მათგანს აფხაზეთში სახლი დაუწვეს. მე პოლიტიკაში არ ვერევი და აფხაზეთისთვის სტატუსის მინიჭება ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ აფხაზეთის პრობლემას ადამიანურად მეც განვიცდი. ვთვლი, რომ ყველა, ვისაც ამ ტერიტორიის იძულებით დატოვება მოუწია, თავის სახლში უნდა დაბრუნდეს. ამ აზრზეა ჩემი ბოიფრენდი კრისტიანოც, რომელიც ჩემთან ერთად ისმენდა ჩვენი მეგობრების მონაყოლს აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ", – აცხადებს ირინა შეიკი კვირის პალიტრასთან საუბარში.
loading...
ADMIN |
1042 |
|
2014-02-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი