navigacia
...


პედიკულოზი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

როგორც აღმოჩნდა, ტილები კარგად მოვლილ, სუფთად ჩაცმულ და საგულდაგულოდ დაბანილ ბავშვსაც შეიძლება გაუჩნდეს. მედიცინაში დატილიანებას პედიკულოზს უწოდებენ. იგი ეპიდემიასავით მოედება ხოლმე კლასს და იწყება “გენიალური იდეების ძიება” – პატარა გენიოსები უდიდესი გულმოდგინებით იქექავენ თავს...

პარაზიტის პორტრეტი
პატარა მცოცავი არსება არცთუ მარტივად ვითარდება. ზრდასრულ ტილად რომ ჩამოყალიბდეს, სამი ეტაპის გადალახვა უწევს: ჯერ კვერცხში გამომწყვდეულია მიკრული თმაზე, შემდეგ მოკრძალებული ზომის ნიმფად იქცევა, ბოლოს კი მოსუქებულ ტილად.
მდედრი ტილი კვერცხებს თმის ღერებზე, თავის კანის ახლოს დებს. მოყვითალო-მოთეთრო ფერის წილებად წოდებული კვერცხები ხშირად ქერტლს ან გამომშრალი ჟელეს ნაფიფქს ჩამოჰგავს და აღმოჩენაც ამიტომ არის რთული.
8-9 დღეში კვერცხიდან ნიმფა იჩეკება, რომელიც 9-12-დღიანი ინტენსიური სისხლის წოვის შემდეგ ზრდასრულ ტილად იქცევა. მდედრი პარაზიტი მამრზე დიდია და ერთ ჯერზე 6-მდე კვერცხს დებს. საზოგადოდ, ტილი 30 დღემდე ცოცხლობს, ხოლო თუ თმიდან ჩამოვარდება, 1-2 დღე თუ გაძლებს.
ტილები დღეში რამდენჯერმე იკვებებიან და თითო ჯერზე 0,7-1,6 მკგ-მდე სისხლს წოვენ. კბენა უმტკივნეულოა, მაგრამ პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილსაც სწორედ ეს იწვევს. გამორიცხული არ არის, ქავილის დროს ნაკბენში ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს. მეტისმეტად დატილიანებულ ბავშვს შესაძლოა კონიუნქტივიტიც (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება) კი განუვითარდეს, მეტიც – სიცხემაც კი აუწიოს.
დაიხსომეთ: ტილები, მრავალი პარაზიტისგან განსხვავებით, ავადმყოფობას არ ავრცელებენ. მიუხედავად ამისა, მათი მოცილება აუცილებელია, რადგან შესაძლოა თავის კანის ძლიერი გაღიზიანება და ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ.

რატომ შემაღოღდა?
ეს პარაზიტი მჭიდრო კონტაქტის შედეგად გადაედება. ის არც ხტუნავს და არც დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, მაგრამ საკმაოდ მკვირცხლია და საკმარისია, ბავშვებმა თავები მიადონ ერთმანეთს, რომ თმის ერთი ბუჩქიდან მეორეზე შესაშური სიმარდით ძვრება. დატილიანებული ბავშვის ტანსაცმლიდან (ქუდიდან, პალტოდან) და სხვა საგნებიდან (სავარცხლიდან, პირსახოციდან) პარაზიტის გადადება ძალიან იშვიათია.

ბავშვს პედიკულოზი აქვს, თუკი:
. გამუდმებით იქავებს თავს, განსაკუთრებით – ყურის უკანა მიდამოს;
. უჭირს ძილი – ტილები განსაკუთრებით ღამით აქტიურდებიან;
. აქვს შეგრძნება, თითქოს მის თავზე რაღაც დაცოცავს;
. თმის გადაწევისას თავის კანზე ნაკაწრები შეინიშნება, რომლებიც შესაძლოა დაჩირქებულიც კი იყოს.

სად გეძებო, რომელ თმაზე?
ტილების აღმოჩენა იოლია – გადასწევ თმას და ან შეშინებულ, გაქცეულ ტილს ჩაავლებ თითს, ან წილს ამოაძრობ. ტილებს ყველაზე ხშირად ყურების უკან და კეფაზე აღმოაჩენთ, ხოლო ძალიან იშვიათად (როდესაც მეტისმეტად არის მოდებული) შესაძლოა წარბებსა და წამწამებშიც დაიბუდონ.
თუ პარაზიტი არსად ჩანს, მაგრამ ბავშვი გამეტებით იქავებს თავს, აიღეთ ხშირი წვრილკბილება სავარცხელი და თმა თეთრ ქაღალდზე ჩამოვარცხნეთ.

დაიხსომეთ: ძაღლები, კატები და, საზოგადოდ, ცხოველები ტილების გავრცელებაში არავითარ მონაწილეობას არ იღებენ.

გადავდივართ შეტევაზე
პედიკულოზი არც ისე ძნელი დასამარცხებელია. ტილების საწინააღმდეგო პრეპარატებს, პედიკულოციდებს, ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. აი, პარაზიტებთან ბრძოლის სტრატეგიის ცოდნა კი მათთან ბრძოლაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
. თავზე წამლის (ან წამლის შემცველი შამპუნის, სპრეის) წასმამდე ბავშვს წელს ზემოთ გახადეთ – ასე ტანსაცმელს ტოქსიკური ნივთიერებებისგან დაიცავთ.
. ზუსტად იხელმძღვანელეთ ინსტრუქციით, რომელიც პროდუქციას ახლავს.
. თუ ბავშვს გრძელი თმა აქვს, გაითვალისწინეთ, რომ ორჯერ მეტი დოზა დაგჭირდებათ.
. სამკურნალო საშუალების წასმამდე პატარას თავი არ დაბანოთ. პედიკულოციდის წასმის შემდეგაც 1-2 დღე ნუ ჩამობანთ თავს.
. წამლის წასმის შემდეგ ბავშვს სუფთა ტანსაცმელი ჩააცვით.
. ტილებზე იერიშის მიტანიდან 8-12 საათის შემდეგ თმა შეამოწმეთ. თუ ტილები ისევ შეამჩნიეთ, მაგრამ იმდენად ნელა მოძრაობენ, რომ შესაძლოა, მალე სული განუტევონ, წამლის ხელმეორედ წასმისგან თავი შეიკავეთ – ზოგიერთ პედიკულოციდს სამოქმედოდ მეტი ხანი სჭირდება.
. თუ 8-12 საათის შემდეგ სურათი არ შეიცვალა ანუ ტილები კვლავ აქტიურად დარბიან თმაში, უნდა ივარაუდოთ, რომ წამალმა არ იმოქმედა და სხვა პრეპარატი სცადოთ, მაგრამ მანამდე კონსულტაციისთვის უთუოდ ექიმს მიმართეთ!
. წამლის წასმიდან სამი კვირის განმავლობაში ბავშვს 2-3 დღეში ერთხელ დაუთვალიერეთ თმა.
. წამლის ხელმეორედ წასმა პირველი პროცედურიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ არის რეკომედებული. გახსოვდეთ: ზოგიერთი მათგანი ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ წინასწარ ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი.

ვრეცხავთ და ვრეცხავთ
. გულდასმით გარეცხეთ ტანსაცმელი, რომელიც ბავშვს წამლის წასმამდე 2 დღით ადრე ეცვა. თუ არ ირეცხება, 2 კვირით მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში.
. მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩა, დივანი და ყველა ის ადგილი, სადავ ბავშვი ბოლო დროს იჯდა.
. ნუ გამოიყენებთ ფუმიგატორებს (მწერების მოსასპობ ტოქსიკურ საშუალებებს) – საკვების (სისხლის) გარეშე დარჩენილი პარაზიტები რამდენიმე დღეში ისედაც განუტევებენ სულს.
დაიხსომეთ: თუ ბავშვს პედიკულოზი აღმოაჩნდა, მაღალია ალბათობა იმისა, რომ პარაზიტები ოჯახის წევრების თმაშიც იყვნენ დაბუდებულნი, ამიტომ სასურველია, პედიკულოციდი ბავშვთან ერთად მათაც წაისვან.

loading...
ADMIN 1839 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css