navigacia
...


აუცილებელი ინფორმაცია, სანამ ბავშვებს საახალწლო სათამაშოებს უყიდით


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იღებს ტრავმას სხვადასხვა სათამაშოთი. ასეთი ფაქტები განსაკუთრებულად გახშირებულია ახალი წლის დღეებში. საახალწლოდ ნაძვის ხე ყველა ოჯახში იდგმება, მაგრამ ამჯერად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სახლში პატარაა, რომელსაც მაგნიტივით იზიდავს ახალი, ფერადი სათამაშოები. უკვე დადგა დრო საახალწლო სათამაშოების შესაძენად და თუ ჯერ არ წასულხართ საყიდლებზე, ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ.

ხშირად სათამაშოებით ბავშვები იღებენ სიცოცხლესთან შეუთავსებელ ტრავმებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვებს აძლევენ ისეთ სათამაშოებს, რომელიც არ შეესაბამება მათ ასაკს.
1. წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელშიც მითითებულია, რა ასაკის ბავშვისთვისაა განკუთვნილი ეს კონკრეტული სათამაშო. ეთამაშეთ და დარწმუნდით, რომ მან გაიგო, როგორ ითამაშოს.
2. აირჩიეთ დიდი სათამაშოები, მოზრდილი დეტალებით, რომ ბავშვმა ვერ ჩაიდოს პირში.
3. არ იყიდოთ სათამაშო, რომელითაც ხდება ჰაერში გასროლა. ასეთმა სათამაშომ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თვალი. საახალწლო ასაფეთქებლები მავნე ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებმაც შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
4. არ შეიძინოთ ხმამაღალი მუსიკალური სათამაშოები, რათა ბავშვს არ დაუზიანდეს სმენა.
5. აირჩიეთ ხარისხიანი რბილი სათამაშოები. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა ნაწილი კარგად იყოს მიკერებული, შიგნით არ უნდა ეყაროს გრანულები. ბავშვებისთვის, რომლებსაც ალეგია აწუხებთ, არ არის რეკომენდებული ფუმფულა სათამაშოები, მასში ადვილად გროვდება მტვერი.
6. იყიდეთ მყარი პლასტმასის სათამაშოები, რომ ადვილად არ ტყდებოდეს ან არ შეიცავდეს „ბისფენოლ ა“-ს.
7. ყურადღება მიაქციეთ ინსტრუქციაში სიტყვას - არ არის ტოქსიკური.
8. ელექტრონული სათამაშოები უნდა იყოს სერტიფიცირებული (მაგ: ამერიკაში სათამაშოებს აწერიათ „დამტკიცებულია“ - «UL»).
9. ფრთხილად იყავით საწოლზე ჩამოსაკიდი სათამაშოების დაკიდვის დროს. ზონრები უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე, რომ პატარა ვერ მიწვდეს ხელით. როგორც კი ბავშვი ისწავლის საწოლიდან წამოდგომას ან წამოჯდომას, ჩამოსაკიდი სათამაშოები მოხსენით.
გაითვალისწინეთ ასაკობრივი რეკომენდაციები სათამაშოს ყიდვის დროს.
თუ სახლში მოუსვენარი პატარები გყავთ, შეგიძლიათ პატარა ნაძვის ხე ყველაზე მაღალ ადგილზე დადოთ, რომ ბავშვები ვერ მისწვდნენ. ამით თავიდან აიცილებთ მთელ რიგ უსიამოვნებებს.

loading...
ADMIN 1018 0 2014-12-16
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css