შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ლექსები მეგობრობაზე ლექსები - ბლოგი - arwivi.net

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 1 » ლექსები მეგობრობაზე

ლექსები მეგობრობაზე

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საუკეთესო ლექსები მეგობარზე, და მეგობრობაზე. წაუკითხეთ მეგობარს ლექსი ან გაუგზავნეთ მეგობრობის ნიშნად ...

შენმა მეგობრობამ სული გამინათა,
გული გამითბო და სევდა გამიფანტა.
დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა,
ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა.
გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა,
ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა.
რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა
გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა

***********

შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის,
ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს,
შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის,
შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..

არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე.
თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე,
მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა,
მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.

უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ,
მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს,
არ იმეგობრო იმასთან ვინც მხოლოდ გჭირდება
მეგობარი არის მთელი ცხოვრების აზრი..

****

ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში, სანთლები ამინთია,
გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,
პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ, ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,
მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.
სიტყვა"მეგობრის"ხსენებით გახარებული ვკრთოდი,
მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი, ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:
"სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ, ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია...

****

ღმერთო,აკურთხე ამქვეყნად ყველა მეგობრის გული,
მეგობრისათვის დამდნარი,დამწვარი,დადაგული,
არ გამაგონო არასდროს ეს გრძნობა შელახული,
შეაძლებინე ყველას მეგობრის სიყვარული."
პირჯვარს ვიწერდი ისევ,სულ სათითაოდ გლოცავდით,
ჩემი ლამაზი ფიქრებით და მონატრებით გმოსავდით,
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:"სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია

****

ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა...

კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის...

მეგობრისათვის, რას ამბობ,
არ დავიშურებ თავსაო,
მას სულის წადილს გავანდობ,
აღვიქვამ, როგორც ძმასაო...

და მეგობარიც დამიცავს,
თავისი სისხლის ფასადა,
ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ,
ერთობა გასტეხს ქვასაცა!!!




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/1"
ლექსები მეგობრობაზე
მასალა ნანახია 22241
რეიტინგი 3.9
ავტორი ADMIN
მასალის ID 92
კატეგორია ლექსები
გამოქვეყნდა 2014 » დეკემბერი » 1




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css