შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ვარსკვლავებს პიკანტური სცენების გადაღებისას შეემთხვათ სხვადასხვა - ბლოგი - arwivi.net

მთავარი » 2016 » ნოემბერი » 11 » 10 უხერხული შემთხვევა, რომელიც ვარსკვლავებს პიკანტური სცენების გადაღებისას შეემთხვათ

10 უხერხული შემთხვევა, რომელიც ვარსკვლავებს პიკანტური სცენების გადაღებისას შეემთხვათ

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება



კინოში ეროტიული სცენები მაყურებელთა უმეტესობაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და, ზოგ შემთხვევაში გაცილებით დიდხანს ამახსოვრდებათ, ვიდრე თავად სიუჟეტი. ასე მაგალითად, ბევრ თქვენგანს შეიძლება კარგად ახსოვს შერონ სტოუნის მონაწილეობით სცენა "ძირითადი ინსტინქტიდან", სადაც ლამაზმანს ფეხიფეხზე გადადებისას ქვედა საცვალი გამოუჩნდება, ფილმის შინაარსი კი ბევრს ალბათ დავიწყებული აქვს.

ამგვარი სცენების ფადაღებისას ბევრ კურიოზულ მომენტს აქვს ადგილი, რაც გამოწვეულია იმით, რომ "ამ სფეროში" მსახიობებს არა აქვთ საკმარისი გამოცდილება და სამსახიობო ოსტატობა. ამ ყველაფრის გამო ცნობილები ხშირად გადასაღებ მოედანზე საკმაოდ საჩოთირო სიტუაციაში ვარდებიან. გთავაზობთ ამგვარი კონფუზების ათეულს, რომელბიც სექსუალური სცენების გადაღებისას ცნობილ მსახიობებს შეემთხვათ. 1. როგორ მოუწია კრისტოფერ მინც-პლაცეს დედის თვალწინ სექსით დაკავება

ჰოლივუდში კრისტიფერ მინც-პლაცეს გამოჩენა უკავშირდება ბედნიერ შემთხვევითობას. ახალგაზრდა კრისტოფერი კასტინგზე გაჰყვა რამდენიმე მეგობარს - იგი შეამჩნიეს და სულ მალე ახალგაზრდა ბიჭი "SUPERBAD"-ის გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. სწორედ აქ მოუწია ახალგამომცხვარ მსახიობს პირველი საჯარო სირცხვილის განცდა. საქმე ის არის, რომ აშშ-ს კანონების თანახმად, იმის გამო, რომ კრისტოფერი არასრულწლოვანი იყო გადაღებისას თან უნდა ხლებოდა მშობელი, მათ შორის ეროტიული სცენების გადაღებისასაც. "სულელური კანონია! - დღესაც კი აღშფოთებით იხსენებს მსახიობი, - ვერ წარმოიდგენთ, როგორი სირცხვილი და საშინელებაა - დედას ხელჩაკიდებული მივყავდი შიშველი გადასაღებ მოედანზე, გვერდით იჯდა მაშინაც, როცა სექსის იმიტაციის შექმნას ვცდილობდი. მტერსაც კი არ ვუსურვებ ამას". 2. რატომ მოუწია ჰენრი კევილს ბოდიშის მოხდა

უხერხული შემთხვევა ჰქონდა ჰენრი კევილს სერიალ "ტიუდორების" გადაღების დროს: "ერთ-ერთ ეპიზოდში გიჟური სექსის სცენა უნდა მეთამაშა. გამოუცდელობის გამო გადავწყვიტე, რომ ადვილად გავუმკლავდებოდა ყველაფერს და "თავდაცვის" ხერხისთვის არ მიმიმართავს, - იხსენებს მსახიობი. - მაგრამ როცა გოგო ჩემზე მოკალათდა და დაქოქილივით დაიწყო მოძრაობა, უკვე გვიანი იყო, ბუნებას ვეღარაფერი მოუხერხე და გვარიანად შევაშინე გოგო". ახლა ამის გახსენება ხალხს უბრალოდ ღიმილს გვრის, მაგრამ ავადსახენებელი სცენის შემდეგ ჰენრი მთელი კვირა ბოდიშებს უხდიდა პარტნიორს. 3. რატომ დასჭირდა ჯესი მეტკალფს შესვენება

სატელევიზიო მსახიობს, ჯესი მეტკალფს ძალიან გაუმართლა - მისი ყველაზე ცნობილი როლი გახდა ევა ლონგორიას კინოგმირის ახალგაზრდა მეგობრის სახე სერიალში "სასოწარკვეთილი დიასახლისები". ცხადია, მსახიობებს არაერთხელ მოუწიათ ცხელი სცენების თამაში და ყველა მათგანმა ინციდენტების გარეშე ვერ ჩაიარა. თავად მეტკალფი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში უჩვეულო შეგრძენებებს ეჩვევი - რაც არ უნდა იყოს, ირგვლივ ბევრი ხალხია და შენც ზედმეტად დაძაბული ხარ, რაც აღგზნებაში ხელს გიშლის. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი სცენა მსახიობისთვის მაინც კონფუზად იქცა. "ეს იყო ჯონისა და გაბრიელას პირველი სექსის სცენა, - იხსენებს მსახიობი. - ჩვენ რეპეტიციას გავდიოდით და ევასთან ასეთი სიახლოვის გამო მართლა აღვიგზნე. და ამ დროს რეჟისორი მეუბნება: "კარგი. ადექი საწოლიდან, დეკორაცია უნდა შევცვალოთ", მე კი ამ დროს ისეთ მდგომარეობაში ვარ... "ააა... შეიძლება ერთი წუთი კიდევ დავრჩე დაწოლილი?" - ხომ არ შემეძლო ასეთ მდგომარეობაში საბნიდან გამოვსულიყავი!". 4. რა მიიღო ლიზი კაპლანმა მხნეობის მოსაკრებად

"ნამდვილ სისხლში" დებიუტიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ლიზი კაპლანი სიცილით იხსენებს სერიალში ნათამაშებ პირველ ეროტიკულ სცენას. კამერის წინ გაშიშვლების მოლოდინში მსახიობი გონისდაკარგვამდე დათვრა. "მახსოვს დაახლოებით დილის შვიდი საათი იქნებოდა. მე სრულიად შიშველი ვდგავარ გრიმიორის წინ, რომელიც ღრუბლით წმენდს ჩემს უკანალს, და არაყს ვსვამ დიდი ჭიქიდან, - ყვება კაპლანი. - სანამ მომაწესრიგეს და ჩამაცვეს, ისე მოვასწარი დათრობა, რომ მთელი გადამღები ჯგუფი შევაშინე. სცენაში სიტყვები არ მქონდა, მაგრამ დუბლებს შორის გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, სისულეებს ვამბობდი და ყველას ვეკითხებოდი, ვინმეს ერექცია ხომ არ დაეწყო. ღმერთო, შემდეგ ისე მრცხვენოდა ამ ყველაფრის!" 5. როგორ გადასცა ანა პაკუინი ქმარმა სხვა კაცს ხელში

"ნამდვილი სისხლის" კიდევ ერთი მსხვერპლი ანა პაკუინი იყო. მას სერიალში უამრავ პიკანტურ სეცნაში მოუწია გადაღება, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებული ირონიულობა გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით, რომ ანას მიერ ნათამაშები ამ ეპიზოდების ნაწილის რეჟისორი იყო მისი მეუღლე, სტივენ მოიერი. თუმცა პაკუინის მეუღლე ამ "გამოცდას" საკმაოდ პროფესიულად მიუდგა: "მე მიყვარს მონიტორის უკან მუშაობა, ამიტომ ხშირად გადასაღები ადგილიდან მოშორებით ვიმყოფები და მითითებების მიცემა რაციის საშუალებით მიხდება. ერთი შეხედვით მართლა უერხულად ჩანს, როცა რაციაში ვყვირივარ, მაგალითად: "ჯო, მიდი, უფრო მაგრად მოუჭირე ხელი ანას მკერდზე. ახლა ცერა თითით მოეფერე. აჰა, კარგია" - ან კიდევ საკუთარ ცოლს ვუყვირივარ: "აბა, პატარავ, სიამოვნება მიიღე, ვნება გვაჩვენე!" დალახვროს ეშმაკმა, ვიღაც სუტენიორის მსგავსს ვგავარ!". 6. როგორ აჩვენა ჯეისონ სტეტემმა ხალხს უკანალი

ბოევიკების გმირის, ჯეისონ სტეტემის კარიერაში არაერთი ფილმი ყოფილა სასიყვარულო სცენებით. თუმცა ყველა მათგანში ლოგინში, საბანგადაფარებული იწვა. მაგრამ ფილმისთვის "ადრენალინი 2: მაღალი ძაბვა", მსახიობს მოუწია არა მხოლოდ გაშიშვლება, არამედ ამის საზოგადო ადგილზე გაკეთება. "მე ოდნავადაც არ ვარ ექსიბიციონისტი, საჯაროდ გაშიშვლება ჩემთვის ძალიან ძნელია, აქ კი პირდაპირ იპოდრომზე სწრაფი სექსის გადაღება მოგვიწია, - ყვება ჯეისონი. - ვერ წარმოიდგენთ - ირგვლივ უამრავი სტატისტიკოსია, ყველა რაღაცას ყვირის, აჩხაკუნებენ კამერებს, ტელეფონებს, მე კი ვდგავარ ცენტრში, შიშველი. საშინელებაა. იმედი მაქვს მსგავსი რამის გამეორება აღარასოდეს მომიწევს". 7. როგორ გაიხადა ენ ჰეტუეინმა დროზე ადრე

ბევრ მაყურებელს ფილმი "სიყვარული და სხვა წამლები" ენ ჰეტუეინისა და ჯეიკ ჯილენჰოლის პიკანტური სცენებით დაამახსოვრდა. თავად ენისთვის კი მასში ყველაზე დასამახსოვრებელი ერთი უხერხული მომენტი იყო. "იმ სცენას ვიღებდით, როცა ჯეიკთან მივდივარ, კარის ზღურბლზე პალტოს ვიხდი და სრულიად შიშველი ვრჩები, - ყვება მსახიობი. - მხნეობა მოვიკრიბე და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც წინასწარ შევთანხმდით, - გავიხადე. ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ რეპეტიცია იყო და კამერები გათიშული ჰქონდათ. ასე რომ, უნებურად, საკუთარი სურვილით, სრულიად შიშველი წარვდექი უამრავი ადამიანის წინაშე, რომლებიც ამას საერთოდ არ მოელოდნენ. ოჰ, მინდოდა მიწა გამსკდომოდა." 8. როგორ ებრძოდა ემი როსუმი შიშს

ჩვეულებრივ, საკმაოდ მორიდებულ ემი როსუმს, სერიალში "უსირცხვილოები" მოუხდა კარდინალურად შეეცვალა თავისი იმიჯი. ცოტა ხნის წინ მსახიობმა გაამხილა, როგორ ახერხებს სექსის სცენების გადაღებას: "მე მოვიფიქრე როგორ ავიცილო თავიდან უსიამოვნებები და გადაღებებისას სპეციალურ შესანიღბს ვიყენებს, მე მას VagPad-ს ვეძახი. ტრუსის მაგვარი რაღაც არის, ოღონდ დამჭერების გარეშე. რა მოხდა? კი, შეიძლება ცოტა უხერხულია, სამაგიეროდ ზედმეტი მღელვარებისგან გიცავს. ზოგჯერ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს სცენებში." 9. როგორ აუტყდა ემილია კლარკს სიცილი

"სამეფო კარის თამაშების" ცოტა სერია თუ არსებობს ეროტიკული სცენების გარეშე. გაშიშვლებას ვერც ემილია კლარკი, "დრაკონების დედა" გადაურჩა, მაგრამ მისი პირველი სერიოზული კინო-სექსის გამოცდილება უფრო სიცილს უკავშირდება, ვიდრე შიშს. მსახიობი ლამის სიცილით დაიხრჩო, როცა დაინახა, როგორ ჰქონდა ჯეისონ მომოას, ამ უზარმაზარ მსახიობს, თავისი "მამაკაცური ღირსება" დიდ, ვარდისფერ ფუმფულა წინდაში დამალული. "ისტერიკა დამემართა! ჩემს წინ უზარმაზარი, ვარდისფერი წინდა აღმოჩნდა - სიცილისგან ყველა სიტყვა და მოძრაობა დამავიწყდა. რა გადაღებაზეა ლაპარაკი, ძლივს მომასულიერეს", - ყვება კლარკი. 10. როგორ დაავიწყდა რაიან რეინოლდს სიტყვები

მხიარული და გამჭრიახი რაიან რეინოლდსი, ჩვეულებრივ, ყოველთვის ახერხებს დაძაბულ მომენტში ხუმრობას და სიტუაციის განმუხტვას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგჯერ ისიც კარგავს მეტყველების უნარს. ფილმში "შენნაირად მინდა", რეინოლდსს ბედმა გაუღიმა და ეროტიკული სცენის თამაში მოუწია ოლივია უაილდთან, მაგრამ ყველაფერი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. "პერანგისა და ბიუსტჰალტერის ქვეშ ოლივიამ მკერდი სპეციალური მისაწებებლებით დაიფარა, რომლებზეც, რატომღაც სმაილიკები ეხატა, - იხსენებს რეინოლდსი. - და აი, ვუყურებ ამ სახეებს და სულ მალე ვხვდები, რომ ვამბობ სიტყვებს, რომლებიც სულაც არ არის ამ ფილმიდან. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. რაღაც მომენტში ოლივია ორივე ხელებით იღებს ჩემს ხელს, იდებს სხეულზე, ჩემი ხელისგულები კი საშინლად ოფლიანია, პატარა ბიჭივით, ამის გამო სმაილიკები თანდათან ძვრება. სცენის ბოლოს, ხელს ვიღებ და რას ვხედავ, ახლა უკვე ჩემი ხელისგულიდან შემომცქერიან ეს დაწყევლილი სმაილიკები. და მაშინვე, მექანიკურად ხელახლა ვკიდებ ხელს ოლივიას მკერდს. ისიც კი არ ვიცი რა დავარქვა ამ ჩემს საქციელს - რაინდობა თუ ძალადობა სამუშაო ადგილზე."




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/10_ukherkhuli_shemtkhveva_romelits_varskvlavebs_pikanturi_stsenebis_gadaghebisas_sheemtkhvat/2016-11-11-140"
10 უხერხული შემთხვევა, რომელიც ვარსკვლავებს პიკანტური სცენების გადაღებისას შეემთხვათ
მასალა ნანახია 989
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 140
კატეგორია სხვადასხვა
გამოქვეყნდა 2016 » ნოემბერი » 11




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css