+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ამერია ისევ ფიქრები,
ნუთუ ერთად აღარ ვიქნებით?
ნუთუ ეგ თვალები აღარ იქნება ჩემი სალოცავი?
ნუთუ შენი მზერა აღარ დამიმონებს ისევ,საოცარი?
ნუთუ უნდა დავთმო შენი ტუჩები ალის მაგვარი?
ნუთუ გულის ცემა უნდა გახდეს ჩემი სხვაგვარი?
ნუთუ უნდა გაქრეს შენი წამწამების დახრა სევდიანი?
ნუთუ უბედოდ უნდა ვიქცე ერთ დროს ბედიანი?
ნუთუ უნდა შეწყდეს თმაში შენი სუნთქვის უცხო ალები?
ნუთუ დავივიწყო უნდა მოციმციმე შენი თვალები?
ამეშალა ისევ დარდები...
შენ რომ წახვიდე,დავიკარგები.
შენ რომ წახვიდე გამიქრება რწმენა ყოველი,
ჩემში შენობის დაინგრევა სვეტი ცხოველი.
მე გავეცნობი შენგან წასვლის მწარე ბილიკებს,
თავშესაფრისთვის მივაკითხავ მტირალ ტირიფებს.
მე გავეცნობი რეალობის მწარე მარწუხებს,
ჯერ არ წავსულვარ,სიმარტოვე უკვე მაწუხებს.
წვიმა უშენოდ დამისველებს ბნელში წამწამებს,
გთხოვ,ჩამიხუტე,ნუ გამიშვებ შენგან ნაწამებს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...