შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ბუნების საოცრება — წითელი გორაკები ულამაზესი ადგილები - ბლოგი - arwivi.net

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 7 » ბუნების საოცრება — წითელი გორაკები

ბუნების საოცრება — წითელი გორაკები

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ლანდშაფტის სილამაზე ბორცვებში და მთებშია,მაგრამ როდესაც ბორცვები ფერადია—ეს უკვე სასწაულია.ამჯერად ერთ-ერთ ბუნების ამგვარ სასწაულზე მინდა გიამბოთ.აქვე შეგახსენებთ ერთ ჩემ ძველ პოსტს შოკოლადის გორაკებზე,მასშიც ულამაზეს გორაკებზე ვყვებოდი,მართლაც საოცარი ადგილია. დრევანდელი პოსტი კი ეძღვნენა მართლაც და ღვთიურ ქმნილებას,რომელიც გვაოგნებს ბუნებრივი ფერების სიმრავლით. ეს საოცარი ადგილი მდებარეობს ჩინეთში,ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს,პროვინცია Zhangye-ში ქალაქ Zhangye-სთან და ეწოდება Danxia -ს ლანდშაფტი.10 ათას კვადრატულ კილომეტრზე გაშლილა ფერად-ფერადი გორაკები.აქ შეხვდებით წითელ,ყვითელ,სტაფილოსფერ,მწვანე,თეთრ,მუქ და ღია ნაცრისფერ,ლურჯ და კიდევ უამრავი ფერის უამრავ გორაკს.იმდენად დაუჯერებელი სანახავია,რომ ალბათ თავი ზღაპარში მეგონებოდა, იქ რომ მოვხვედრილიყავი! უხსოვარ დროს ამ ტერიტირიაზე თურმე “აბრეშუმის გზა” გადიოდა,რაც ქალაქის აყვავების მიზეზი იყო.ათასობით ვაჭარი ყიდიდა და ყიდულობდა აქ საქონელს.მაგრამ მას მერე,რაც ქარავნების მიმოსვლა შეწყდა,მოსახლეობას მოუწია ვაჭრობისთვის თავის დანებება და მიწათმოქმედებისთვის ხელის მოკიდება და საქონლის მომრავლება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში Zhangye არავის გახსენებია,თუმცა ეხლა სიტუაცია გამოსწორებულია და ქალაქს კვლავ უამრავი ადამიანი სტუმრობს,თუმცა ამჯერად ტურისტების სახით.ისინი აქ ჩამოდიან, რომ ისიამოვნონ ამ წითელი მთების ხედით,რომელსაც Danxia -ს ლანდშაფტს უწოდებენ. Danxia ნიშნავს “ვარდისფერ ღრუბელს” —და ეს შემთხვევითი სახელწოდება არ არის. მთელი ეს ლანდშაფტი ხომ სამთო ფერადი წარმონაქმნებია,რომლებიც მოწითალო ქვიშაქვისგან წარმოიქმნა. ამ მთების წარმოქმნას მეცნიერები ჯერ კიდევ მეზოზოის პერიოდში ვარაუდობენ.მილონობით წლების განმავლობაში მთების სტრუქრურა იშლებოდა,რამაც გამოიწვია ის, რომ ეხლა ამხელა ტერიტორიაზე გაფანტული გორაკები ზღვის ტალღებს გვაგონებს,თანაც ფერად ტალღებს! ამჟამად ამ გორაკების სიმაღლე საშუალოდ 300–400 მეტრია. მთებში პერიოდულად საიმტერესო ნამარხს პოულობენ გაქვავებული დინოზავრის კვერცხების და ხერხემლიანი ცხოველებისა და უძველესი მცენარეების სახით. მგონი საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ ამ გორაკების შესახებ, ასე რომ ხელს აღარ შეგიშლით–დატკბით საოცრების ყურებით!




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/bunebis_saotsreba_ts_39_iteli_gorak_39_ebi/2013-12-07-2"
ბუნების საოცრება — წითელი გორაკები
მასალა ნანახია 1273
რეიტინგი 5.0
ავტორი slotgio
მასალის ID 2
კატეგორია ულამაზესი ადგილები
გამოქვეყნდა 2013 » დეკემბერი » 7




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css