შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ყველაზე ლამაზი ქალები მუქთმიანებია! - ფოტოები, რომლებიც ამას სხვადასხვა - ბლოგი - arwivi.net

მთავარი » 2016 » ნოემბერი » 11 » ყველაზე ლამაზი ქალები მუქთმიანებია! - ფოტოები, რომლებიც ამას ამტკიცებს

ყველაზე ლამაზი ქალები მუქთმიანებია! - ფოტოები, რომლებიც ამას ამტკიცებს

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონები მუქთმიანების. არ გჯერათ? მაშინ გაეცანით სილამაზის ორი მთავარი კონკურსის - "მის მსოფლიოსა" და " მის სამყაროს" სტატისტიკას: გამარჯვებულების 90% სწორედ მუქთმიანია. ანდა უბრალოდ გავიხსენოთ მსოფლიო კინემატოგრაფის უმშვენიერესი არსებები: ვივიენ ლი, ევა გარდნერი, ლიზ ტეილორი, სოფი ლორენი - ქალბატონები, რომლებმაც თავისი სილამაზით მთელი ეპოქა შექმნეს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მუქთმიანი ქალები გაცილებით ტემპერამენტიანები, ვნებიანები, მგრძნობიარენი და ამავდროულად უკომპრომისოები არიან. ახლა კი უბრალოდ გთავაზობთ ყველაზე ლამაზი მუქთმიანი ქალების ჩამონათვალს, რომელსაც შეიძლება ვინმე ნამდვილად აკლია, მაგრამ, დამეთანხმებით, დაუმსახურებლად ამ სიაში არც ერთი არ მოხვედრილა. 1. ამერიკელი: მეგან ფოქსი

მეგან ფოქსი - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონი. ლამაზი თვალებისთვის მას მსახიობური ნიჭის ნაკლებობასაც კი პატიობენ. სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის შედეგი უფროა. თუ ასეა, მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად გენიალური პლასტიკა ყოფილა, რადგან ყველაზე სასურველი ქალბატონის სახისა და სხეულის ნაკვთები მეცნიერებმა სპეციალურ პროგრამაზეც კი გაშიფრეს და მათემატიკური მანიპულაციების საშუალებით დაამტკიცეს, რომ სწორედ ეს არის იდეალური პროპორცია. ასე რომ, ამ ნუშებრი თვალებისა და მგრძნობიარე ტუჩების მქონე ქალბატონმა დამსახურებულად მიიღო Armani-ს სარეკლამო კამპანიის ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული. 2. იტალიელი: მონიკა ბელუჩი

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მონიკა ბელუჩი ოფიციალურად ატარებს მსოფლიოს ულამაზესი ქალის ტიტულს. მისი სილამაზე ბევრისთვის იმდენად ეჭვგარეშეა, რომ ასაკისა თუ წონის მატების მიუხედავად, ამაში ეჭვის შეტანაც კი არავის მოდის აზრად. ულტრაქალურობა, დიდებული ფორმები, მგრძნობიარე ტუჩები და ჭკვიანი თვალები - ეს არის ყველასთვის გასაგები სილამაზის ენა, რითაც ამ ქალბატონმა მსოფლიო მოხიბლა. მსოფლიო ბრენდებმა Dior-მა და Dolce&Gabbana-მ იგი თავის სარეკლამო სახედ აირჩიეს, ჰოლივუდის რეჟისორებისგან კი უამრავი შეთავაზება აქვს. მოკლედ დღესაც კი, 50 წლის ასაკში, მონიკა ბელუჩის კონკურენტი არ გასჩენია! 3. ინდოელი: აიშვარია რაი

არა მხოლოდ ინდოეთის, არამედ მთელი სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ლამაზმანი, რომელმაც "მის მსოფლიოს" ტიტული მიიღო 1994 წელს. იგი ბოლივუდის მსახიობისთვის არატიპიურ გარეგნობას ფლობს — ხავერდის კანი, ღია ფერის თვალები, დახვეწილი ფიგურა. თუმცა მას შემდეგაც კი, რაც მსახიობმა 30 კილო მოიმატა, მისი უამრავი თაყვანისმცემელი მაინც ამტიკებდა, რომ აიშვარია პლანეტის ულამაზესი ქალბატონია. 4. ესპანელი: პენელოპა კრუზი

უმშვენიერესი ესპანელი ქალბატონი ფილმებში საბედისწერო ტემპერამენტიანი მუქთმიანი ქალის ტიპიური განსახიერებაა. თუმცა რეალურ ცხოვრებაში კრუზი მშვიდი ხასიათით გამოირჩევა, გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება კი არ უყვარს - მუქი კანი, ყავისფერი თვალები და გრძელი შავი თმა მის სავიზიტო ბარათად იქცა, ამიტომ იგი კლასიკური, მსუბუქი მაკიაჟით მხოლოდ ხაზს უსვამს ხოლმე ბუნებისგან ნაბოძებ სილამაზეს. 5. ბრაზილიელი: ადრიანა ლიმა

Victoria's Secret-ის "ანგელოზებიდან"ყველაზე სექსუალური ადრიანა ლიმა ნამდვილ "მტაცებლად" ითვლება. როგორც ჭეშმარიტ ბრაზილიელს შეეფერება, ლამაზმანი საოცარ პროპორციებს ფლობს, აქვს დახვეწილი, იდეალური პარამეტრების მქონე და საოცრად ქალური ფორმები. თუ ამას დავუმატებთ მუქ თმასა და გამჭოლ მზერას და მივიღებთ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალს. 6. ბრიტანელი კეტრინ ზეტა-ჯონსი

ოდესღაც, ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მსახიობმა მაიკლ დუგლასმა ამ ლამაზმანზე იმდენად დაკარგა ჭკუა, რომ მაშინდელ მეუღლეს რეკორდული თანხა გადაუხადა განქორწინებისთვის, მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი ოცნების ქალთან დარჩენილიყო. დღეს მათ ოჯახი აქვთ და შვილებს ზრდიან. თუმცა ამ ქალბატონით დუგლასის აღფრთოვანებას მსოფლიოში უამრავი მამაკაცი იზიარებს. 7. მექსიკელი: სალმა ჰაიეკი

ეს ვნებიანი მექსიკელი ოდესღაც მეორეხარისხოვანი ლამაზმანების როლებს ჯერდებოდა, დღეს კი მისი მონაწილეობით ფილმები კანის ოქროს პალმის პრეტენდენტებია. თავად კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცის, მილიონერი მეცენატისა და კოლექციონერის - ფრანსუა ანრი პინოს მეუღლეა. სალმას სილამაზით მილიონობით თაყვანისმეცემელია აღფრთოვანებული. 8. სომეხი: კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი ჩვენი დროის ფენომენია. ოდესღაც რეალითი-შოუს ვარსკვლავი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური კლანის წარმომადგენელი მაღალი წრის ღონისძიებებზე პერსონა ნონ-გრატად ითვლებოდა, დღეს კი იგი მოდური ჟურნალების გარეკანზე გამოჩენილი და ყველაზე პრესტიჟული პრემიების მქონე ვარსკვლავია. სწორედ კიმმა ჩამოაყალიბა ახალი ტრენდი - უტრირებულ ქალურ ფორმებზე გათვლილი მოდა: დიდი ზომის მკერდი, თეძოები და წვრილი წელი დღეს ქალურობის სიმბოლოდ ითვლება. ფორმები, რომლებსაც კიმი ეპატაჟური სახით ყოველთვის ხაზს უსვამს, კონტრასტს ქმნის მის საოცრად ლამაზ და პროპორციულ სახესთან - მუქი ფერის თმა, ნუშისებრი თვალები, გრძელი წამწამები, სახის ლამაზი მოყვანილობა - ყველაფერი ეს სომეხ ქალბატონს ბევრისთვის სასურველ ქალად აქცევს. 9. რუსი: ალსუ

თათრული წარმოშობის რუსი მომღერალი ჯერ კიდევ 15 წლისა მთელ რუსეთში ცნობილი გახდა. წლების მანძილზე იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალი იყო. 2000 წელს კი "ევროვიზიაზე" მე-2 ადგილი აიღო. მიუხედავად მამის, "ლუკოილის" მთავარი მენეჯერის მხარდაჭერისა, ალსუს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ წარმოქმნილა - ელეგანტურ და უმშვენიერეს მუქთმიან ქალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს დღესაც კი, როცა მომღერლის კარიერას თითქმის თავი დაანება და მთლიანად ჩართულია ოჯახურ ცხოვრებასა და ქალიშვილის აღზრდაში. 10. ჩინელი: ფან ბინბინი

სწორედ ეს ქალბატონი მიაჩნიათ აზიაში ყველაზე ლამაზ ქალად. კონტინენტის ყველაქზე ცნობილი ლამაზმანი L'Oreal-ის სახეს წარმოადგენს. მას ხშირადფაიფურის ქანდაკებას ადარებენ და არამიწიერ სილამაზედ აღიქვამენ. წყარო




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/qvelaze_lamazi_kalebi_muktmianebia_potoebi_romlebits_amas_amtkitsebs/2016-11-11-141"
ყველაზე ლამაზი ქალები მუქთმიანებია! - ფოტოები, რომლებიც ამას ამტკიცებს
მასალა ნანახია 2377
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 141
კატეგორია სხვადასხვა
გამოქვეყნდა 2016 » ნოემბერი » 11




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css