შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

როგორ დავაყენოთ ან შევცვალოთ პაროლი wifi - როუტერზე სხვადასხვა - ბლოგი - arwivi.net

მთავარი » 2017 » მარტი » 20 » როგორ დავაყენოთ ან შევცვალოთ პაროლი wifi - როუტერზე

როგორ დავაყენოთ ან შევცვალოთ პაროლი wifi - როუტერზე

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მას შემდეგ რაც დააყენებთ ან დააყენებინებთ უკაბელო ქსელს იგივე wifi-ს დაგჭირდებათ მასზე პაროლის დაყენება რათა სხვა გარე პირებს არ ქონდეთ წვდომა თქვენს ქსელზე. კერძოდ დაცვა საჭიროა რათა დაზოგოთ ტრაფიკი, დაიცვათ კონფედენციალურობა მონაცემთან გაცვლისას.

საფეხურები
1 დღესდღეობით ბაზარზე არსებობს მრავალი ტიპის wifi როუტერის დიდი არჩევანი, რასაც გვთავაზობენ სხვადასხვა მწარმოებლები. იმის გამო, რომ სხადასხვა კომპანიები უშვებენ ამ მოწყობილობებს მათ არ აქვთ პაროლის დაყენება/შეცვლის ერთნაირი ალგორითმი.ამის გათვალისწინებით გთავაზობთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული რამდენიმე ტიპებზე wifi როუტერზე პაროლის დაყენება/შეცვლის ინსტრუქციას. აქ მოცემული ინფორმცია დაგეხმარებათ მარტივად გაერკვეთ მოწყობილობაში.
2 იმისათვის რომ დაიწყოთ პაროლის დაყენება ნებისმიერი ტიპის როუტერზე, საჭიროა გახსნათ რომელიმე ბრაუზერი, მისამართის ველში ჩაწეროთ შესაბამისი მოდელის IP-მისამართი, რის შედეგადაც ეკრანზე გამოჩნდება სისტემაში ავტორიზაციის ფანჯარა. ამის შემდეგ კი მოდელიდან გამომდინარე საჭიროა მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანა.
3 როუტერებში გამოყენებულია დაცვის სხვადასხვა მექანიზმები, თუმცა უმრავლესობისთვის ოპტიმალური არის "WPA2-PSK", ქსელთან დაკავშირებისას საჭიროა პაროლი, რომელიც აუცილებლად უდნა შედგებოდეს 8 სიმბოლოსგან (ციფრები და ლათინური ასოები). თუმცა აქვე გაითვალისწინეთ რომ მობილურიდან ან სხვა პორტატული მოწყობილობიდან როცა დააპირებთ ქსელში შესვლას, აუცილებელია ამ მოწყობილობაშიც შესაბამისი შიფრის აღქმელი პარამეტრი იყოს დაყენებული მაგ: "WPA2-PSK", თუ ერთმანეთს არ დაემთხვა ვერ მიუერთდებით ქსელს.
4 ინსტრუქცია D-Link-ის როუტერებისთვის

როუტერის მართვის მენიუში იგივე ინტერფეისში შესვლა, შეგიძლიათ შემდეგი IP-მისამართიდან 192.168.0.1. (რიგ შემთხვევებში თ არ გამოვიდა სცადეთ 192.168.1.1) როუტერი D-Link გამოირჩევა პაროლის დაყენება/შეცვლის სიმარტივით. მენიუში უნდა აირჩიოთ Wi-Fi, "Safety settings" («Настройки безопасности»). შემდეგ Network authentication («Сетевая аутентификация») და აირჩიეთ "WPA2 PSK" ველში Pre-Shared Key ( «Ключ шифрования PSK») შეიყვანეთ სასურველი პაროლი, ჩაწერის შემდეგ შეინახეთ ცვლილებები აუცილებლად.
5 ინსტრუქცია Tenda-ს ფირმის როუტერებისთვის

მენიუში შესასვლელად აკრიფეთ ბრაუზერის საძიები ველში 192.168.0.1 (თუ არ გამოვიდა 192.168.1.1) ნავიგაციეში იპოვეთ Installation of a wireless network («Установка беспроводной сети») და გადადით Safety of a wireless network( «Безопасность беспроводной сети») გახსნილ ფანჯარაში მენიუს გასწვრივ სადაც წერია Safety mode («Режим безопасности») უნდა იყოს ჩამოსაშლელი ცხრილი, უნდა აირჩიოთ შიფრირების საჭირო ტიპი ხოლო ველშ პაროლი უნდა ჩაწეროთ თქვენთვის სასრუველი სიმბოლოები ან სიტყვა, რაც შემდეგშ იქნება საჭირო wifi-თ ქსელში შესასვლელად. თუ ყველაფერი შეასრულეთ ისე როგორც წერია, მაშინ შეგიძიათ შეინახოთ ცვლილებები და გამოხვიდეთ როუტერიდან.
6ინსტრუქცია Cisco Linksys Wireless როუტერებისათვის

აკრიფეთ ბროუზერში 192.168.1.1, გახსნილ ფანჯარაში, მომხმარებლის ველში ჩაწერეთ admin და პაროლის ველი დატოვეთ ცარიელი. დააკლიკეთ ღილაკს security აირჩიეთ კოდირების სტილი (WEP or WPA) გირჩევთ WPA-ს და შეიყავენთ პაროლი. შეიანხეთ ცვილელები, გადაარესტარტეთ როუტერი და მზად არის. შემდეგ ჯერზე უკაბელო ქსელზე წვდომისთვის საჭირო იქნება პაროლი.

გაფრთხილებები
1. დარწმუნდით რომ იმ როუტერის ქსელში ხართ შესული რომელზეც გსურთ პაროლის შეცვლა/დადება
2. თქვენ უნდა იცოდეთ როუტერის მოხმარებლის სახელი და პაროლი (username and password) როგორც წესი ისინი ქარხნულია და არ არის შეცვლილი. ხშირ შემთხვევაში ესენია admin / admin admin / root root / root admin / 1234
3. გადაარესტარტეთ მოდემი ცვილების შეტანის შემდეგ.
4. უმჯობესია თუ Ethernet ქსელის საშულებით შეეცდებით როუტერის დაკონფიგურირებას, ვინიცობაა რამე არასწორად გამოგივიდეთ შესაძლოა წვდომა ვერ შეძლოთ ქსელზე Wifi-თ. ასე რომ ჩვეულერივი Lan ქსელით გაითვაისწინებელი სიტუაციის შემთხვევაშ შეძლებთ ვითარების მარტივად გამოსწორებას.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/rogor_davaqenot_an_shevtsvalot_paroli_wifi_routerze/2017-03-20-176"
როგორ დავაყენოთ ან შევცვალოთ პაროლი wifi - როუტერზე
მასალა ნანახია 1007
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 176
კატეგორია სხვადასხვა
გამოქვეყნდა 2017 » მარტი » 20




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css