შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

სამსჯავროზე ლექსები - ბლოგი - arwivi.net

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 21 » სამსჯავროზე

სამსჯავროზე

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ერთ დღეს თვალი დავხუჭე და უცნაური რაღაც ვნახე,
ზემოთ ვიყავ,ჩავიხედე,ჩემი თავი დავინახე.
გამიკვირდა,შევშინდი და დაბრუნება ისევ ვცადე,
ჩემი გარდაცვალებაა...რაღაც მწარედ განვიცადე.
ვუყურებდი როგორ წყვეტდა ჩემს სახეზე თამაშს ფერი,
როგორ სწრაფად ემჩნეოდა სახეს ლურჯი შენაფერი.
მეშინოდა,ვერ ვტოვებდი ჩემი სულის ყოფილ ბინას,
დაბნეული ვბუტბუტებდი:იქნებ...იქნებ...იქნებ მძინავს.
შორეთისკენ მოციმციმე დავინახე მკრთალი შუქი,
გვირაბებით დასერილი გზა კი ჩანდა ბნელი,მუქი.
მე იმ შუქმა მიმიზიდა და მიხმობდა:აქეთ მოდი!
დამავიწყა ყოველივე...რაღაც ახალს მოველოდი.
სიმსუბუქე შევიგრძენი,შევაბიჯე ბნელ გვირაბში,
გავიარე და აღმოვჩნდი შუქთან ახლოს,მის წიაღში.
იყო რაღაც ზეციური,იყო რაღაც გრძნობა დიდი,
საოცარი ნეტარება...ყველაფერი იყო მშვიდი.
არ გაგრძელდა დიდხანს,არა...როცა გვერდით გავიხედე,
ცოდვის ბუდე დავინახე,თითქოს სულში ჩავიხედე.
ახლაც მახსოვს რა ვიხილე,რთულია,რომ დავივიწყო,
გავიაზრე,მივხვდი,თურმე სასამართლო ჩემი იყო.
ჩემს წინ იდგნენ ანგელოზნი,შუქი ადგა თავად უფალს,
მიყურებდა,ვგრძნობდი ძალას,მისას,დიდს და თავისუფალს.
შემეშინდა,ავცახცახდი,რომ დაიწყეს განსჯა ჩემი,
მივხვდი,მწარე იქნებოდა ჩემი სულის განაჩენი.
ეშმაკებმა გადაშალეს ჩემს ცოდვათა წიგნი მძიმე,
ყველა ცოდვა წამიკითხეს,რითაც სული დავიმძიმე.
ყველა ცოდვა სულს მიხლეჩდა და მრცხვენოდა ჩემი თავის,
ვნატრობდი,რომ ყოფილიყო ეს კოშმარი ბნელი ღამის.
სინანულით მიყურებდა თვით უფალი,დავაღონე,
არც ამბობდა საყვედურებს...სთქვა:მისი ხმაც გამაგონეთ.
ბევრი მქონდა მე სათქმელი,ვერ წარმოვთქვი ერთი სიტყვა,
დავემხე და ავქვითინდი...ჰო,სათქმელიც ამით ითქვა...
უფალს თითქოს გაეღიმა,სინანული იგრძნო როცა,
ეშმაკები აჩოჩქოლდნენ,ანგელოზმაც გაიოცა.
მეც გავოცდი,არ ველოდი,შევებრალე თურმე გამჩენს,
სულ წამის წინ ეშმაკები ამზადებდნენ ჩემთვის სასჯელს.
თავზე ხელი დამადო და:,,გაპატიე,ჯერ ხარ ბავშვი,
შენ სიკეთეც დათესე და ავრცელებდი გულით ხალხში.
შენ ბოროტი არ ყოფილხარ,ამბობს შენი ანგელოზი,
ეშმაკები დაიფანტნენ...არ მეგონა...არ ველოდი...
შინ ბრუნდები და იცოდე,რომ არისო შენი ვალი,
მშიერს პური მიაწოდო,მოწყურებულს ასვა წყალი.
ცუდი აღარ გააკეთო,ეშმაკიო თან გდევს ყველგან,
ანგელოზებს დაუჯერე...დალოცვილი იყავ ჩემგან!“
წამი თითქოს გაირინდა და სამყარომ იწყო ბრუნვა,
თვალი მოვკარ ჩემმა სახემ ფერი როგორ დაიბრუნა.
გულისცემა შევიგრძენი,წამოვდექი,შუქი ჩაქრა,
ღმერთმა ისევ გაიღიმა,დამლოცა და თვალწინ გაქრა.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/samsjavroze/2013-12-21-47"
სამსჯავროზე
მასალა ნანახია 910
რეიტინგი 0.0
ავტორი slotgio
მასალის ID 47
კატეგორია ლექსები
გამოქვეყნდა 2013 » დეკემბერი » 21




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css