შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

სანამ კვერცხების შეღებვას დაიწყებთ, ჯერ ამ რჩევებს გაეცანით - იდეალური ფერის ძველებური საიდუმლო სხვადასხვა - ბლოგი - arwivi.net

მთავარი » 2017 » აპრილი » 10 » სანამ კვერცხების შეღებვას დაიწყებთ, ჯერ ამ რჩევებს გაეცანით - იდეალური ფერის ძველებური საიდუმლო

სანამ კვერცხების შეღებვას დაიწყებთ, ჯერ ამ რჩევებს გაეცანით - იდეალური ფერის ძველებური საიდუმლო

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მალე სააღდგომოდ ყველა დიასახლისი კვერცხების ღებვის სამზადისს შეუდგება. ეს თითქოს ადვილი საქმეა, მაგრამ ახალბედა დიასახლისებს რამდენიმე რჩევას მაინც მივცემთ. მოგეხსენებათ, რასაც წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ, იმაში "დაოსტატებას" ვერ ვახერხებთ. თითქოს წინა წლის გამოცდილება მეორე წელს გვავიწყდება. ასე რომ, კვერცხების სრულყოფილად შესაღებად ეს რჩევები გაითვალისწინეთ. 1. შესაღებად ძალიან დიდი ზომის კვერცხებს ნუ აირჩევთ. საშუალო და ოდნავ მომცრო კვერცხს უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს. 2. შესაღები ხსნარის მომზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ, მაგალითად, სამშაბათს, რათა ფერი ბოლომდე გაიხსნას და კვერცხებმა უფრო მუქი შეფერილობა მიიღონ. 3. ზემოხსენებული არ ეხება კვერცხის ხელოვნურ საღებავებს, ისინი გაცილებით სწრაფად იხსნება, თუმცა გირჩევთ, ტრადიციული და ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენოთ. 4. დაჩეჩქვეთ 2-3 კონა ენდროს ფესვები და მოათავსეთ დაახლოებით 5 ლიტრის მოცულობის ემალირებულ ჭურჭელში (გაითვალისწინეთ, ამ ჭურჭელს ენდროს ფერს ვეღარ გააცლით). დაამატეთ ხახვის ფურცელი იმდენი, რომ ენდროსა და ფურცლის წილი 2:1 იყოს. ამ მასას დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ამატეთ ხარშვისას დაკლებული წყალი. გააცივეთ და ისევ დადგით მოსახარშად. ასე გაიმეორეთ 3-ჯერ. 5. გაცივებულ ხსნარში ჩააწყვეთ კვერცხები. ეცადეთ, მოხერხებულად მოათავსოთ ენდროს ძირებსა და ხახვის ფურცლების მასაში. კვერცხები მაცივრიდან ერთი საათის გამოღებული მაინც უნდა იყოს, ანუ არა ძალიან ცივი. კვერცხის და ხსნარის ტემპერატურა ერთნაირი უნდა იყოს. 6. დადგით დაბალ ცეცხლზე. უნდა იხარშოს 10-15 წუთის განმავლობაში. თუ ხსნარში 1 სადილის კოვზ მარილს ჩაყრით, კვერცხების დასკდომის შანსი კიდევ უფრო შემცირდება. 7. მოხარშვის შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ, მაგრამ მაშინვე ნუ ამოყრით კვერცხებს ქვაბიდან. 15-20 წუთით შიგნით დატოვეთ. ამის შემდეგ ამოალაგეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და რომ შეშრება, ჯეჯილში ჩააგორეთ. თუ სხვა პრაქტიკულ და გამოცდილ ხერხებს თავად ფლობთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/sanam_kvertskhebis_sheghebvas_daitsqebt_jer_am_rchevebs_gaetsanit_idealuri_peris_dzveleburi_saidumlo/2017-04-10-182"
სანამ კვერცხების შეღებვას დაიწყებთ, ჯერ ამ რჩევებს გაეცანით - იდეალური ფერის ძველებური საიდუმლო
მასალა ნანახია 689
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 182
კატეგორია სხვადასხვა
გამოქვეყნდა 2017 » აპრილი » 10




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css