შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი - საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის საზოგადოება - - arwivi.net

მთავარი » 2016 » თებერვალი » 3 » 14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი - საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის

14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი - საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ათასწლეულის განვითარების ფონდი - საქართველოს“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის განახორციელებას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.

14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო, მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 7-12 კლასის მასწავლებელთა, ასევე სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სკოლის მართვის ხარისხის დახვეწას.

დასახული მიზნების მისაღწევად, ზემოაღნიშნულ საგნებში გადამზადდება 20,000-მდე მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი, გარდა ამისა, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2000-ზე მეტი ფასილიტატორი. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტიანი სისტემის დანერგვას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას. პროექტი დაიწყო 2016 წლის იანვარში და დასრულდება 2019 წლის ზაფხულში.

პროექტის ამოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „თბილისი მარიოტში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილემ ფატემა სუმარიმ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/14_milioni_ashsh_dolaris_granti_sakartveloshi_mastsavlebelta_da_skolis_direktorta_propesiuli_ganvitarebistvis/2016-02-03-274"
14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი - საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის
მასალა ნანახია 793
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 274
კატეგორია საზოგადოება
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 3





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css