შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

როგორც იქნა, მიხაილოვიჩი! - "მილანის" ტოტალური შეტევა სპორტი - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 17 » როგორც იქნა, მიხაილოვიჩი! - "მილანის" ტოტალური შეტევა

როგორც იქნა, მიხაილოვიჩი! - "მილანის" ტოტალური შეტევა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

გუშინ, ოფიციალურად გაცხადდა, რომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფილიპო ინძაგიმ დატოვა და მის ადგილს სინიშა მიხაილოვიჩი დაიკავებს.

სერბმა სპეციალისტმა ხელშეკრულება გუშინ გააფორმა. თავად სინიშა უკვე ლომნბარდიის დედაქალაქშია, კლუბის ოფისს ესტუმრა, მესვეურებს შეხვდა და შემდეგ, "მილანელო" დაათვალიერა. ამ თემაზე მოკლე კომენტარი თავად მწვრთნელმა გააკეთა:

"დასამალი არაა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ველოდები. კლუბის მესვეურთა მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ნდობა გამომიცხადეს".

"მილანში" ახალი ერა იწყება - ახალი ინვესტორით, ახალი მწვრთნელით და ახალი ფეხბურთელებით. საინტერესოა, რამდენად წარმატებულად იმუშავებს მიხაილოვიჩი - ერთი ცხადია, რომ თუნდაც მცირე წარუმატებლობას მას არავინ აპატიებს, რადგან "როსონერის" ტრანსფერებისთვის დიდძალი თანხა აქვს გადადებული და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგი მყისვე მიიღონ და არა ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგ.

ამასთან, მომდევნო ზაფხულს კარლო ანჩელოტი ფეხბურთში აპირებს დაბრუნებას და თვითონვე ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით ჩაიბარებს ლომბარდიულ გრანდს. მოკლედ, სინიშა რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევის წინაა.

რაც შეეხება ფილიპო ინძაგის, მისი მილანური სამწვრთნელო კარიერა ხანმოკლე გამოდგა - პიპო მხოლოდ ერთი სეზონით წვრთნიდა გუნდს და არასახარბიელო შედეგის გამო, გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს განვლილ გათამაშებაში "როსონერიმ" მეცხრე ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა. ინძაგი დაემშვიდობა ქომაგებს და განაცხადა, რომ "როსონერი" ყოველთვის მის გულში დარჩება.

თავის მხრივ, გულშემატკივრებმა ძალიან თბილი წერილით მიმართეს ინძაგის და მას სიყვარული შეჰფიცეს. როდესაც ინძაგი "მილანის" მთავარი მწვრთნელი გახდა, განაცხადა, რომ სურდა გუნდში 30 წელი ემუშავა და იგივე გაეკეთებინა, რაც ალექს ფერგიუსონმა შეძლო "მანჩესტერ იუნაიტედში" - ყველაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდა...

იბრა ისევ აქტუალურია
"მილანის" ტოტალური შეტევა - ასე დაასათაურა "გაძეტა დელო სპორტმა" სტატია, რომელიც კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას და ბოლო აქტივობებს ეხება. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კვლავაც აქტუალურია ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი და თუ ერთი ხანობა, შვედი თითქოს, პარიზში აპირებდა დარჩენას, დღეს მისი "როსონერიში" გადასვლის ალბათობა ისე მაღალია, როგორც არასდროს.

იბრა და მისი აგენტი მინო რაიოლა ყატარში არიან, სადაც პსჟ-ს მფლობელს შეხვდნენ და თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, კონტრაქტის გაწყვეტაზე უკვე შეთანხმდნენ. "გაძეტას" ინფორმაციით, უახლოეს 3-4 დღეში იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შეხვდება და მისი ტრანსფერი დადებითად გადაწყდება.

ადრიანო, მენდი, იმბიულა
მაინც რაში გამოიხატება "მილანის" ტოტალური შეტევა? - "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაიით, ძალიან ახლოა ის დღე, როდესაც "როსონერის" მესვეურები ერთბაშად სამ ახალწვეულს წარადგენენ:L ჯექსონ მარტინესს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ჟოფრეი კონდოგბიას. გარდა ამისა, ადრიანო გალიანი ერთბაშად სამი ფეხბურთელის გადაბირებას ლამობს: ლუის ადრიანოს დონეცკის "შახტარიდან", ჟანელი იმბიულას და ბენჟამინ მენდის "მარსელიდან".

28 წლის ლუის ადრიანო 2007 წლიდან "შახტარში" ასპარეზობს, უკრაინული გუნდის შემადგენლობაში 161 მატჩი აქვს ჩატარებული და 77 გოლი გატანილი. ბრაზილიელი ფორვარდი არ მალავს, რომ გუნდის გამოცვლა სურს და მისთვის "მილანი" ძალიან საინტერესო ვარიანტია. ჯერჯერობით, არ ხმაურდება თუ, რა თანხას ითხოვენ დონეცკელები ადრიანოს სანაცვლოდ.

22 წლის ნახევარმცველი იმბიულა და 20 წლის განაპირა მცველი მენდი საფრანგეთში პერსპექტიულ ფეხბურთელებათ ითვლებიან და მათზე დიდი იმედები მყარდება - მილნელები მზად არიან, რომ ორივეს სანაცვლოდ "მარსელის" ბიუჯეტში 28 მილიონი ევრო გადარიცხონ. იტალიელებმა თავისი თქვეს და ბოლო სიტყვა უკვე ფრანგული კლუბის მესვეურებზეა. ჟანელი იმბიულას მამამ ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"იტალია ყოველთვის განსაკუთრეულად მიყვარდა და ჩემ შვილსაც ამიტომ დავარქვი იტალიური სახელი. ვიცი, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და მხოლოდ გამიხარდება თუ შეთანხება შედგება. "მილანი" დიდი გუნდია, რომლის ღირსებას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იცავდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-17-83"
როგორც იქნა, მიხაილოვიჩი! - "მილანის" ტოტალური შეტევა
მასალა ნანახია 842
რეიტინგი 3.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 83
კატეგორია სპორტი
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 17





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 5
სტუმრები 5
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 5
სტუმრები 5
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css