+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკაზე B ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც მინიმალური ანგარიშით ურუგვაის სძლია.
ჩვენი დროით, 17 ივნისს გამართულ შეხვედრაში ხერარდო მარტინოს გუნდს გამარჯვება სერხიო აგუერომ, 56-ე წუთზე მოუტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა "მანჩესტერ სიტიში" მისმა თანაგუნდელმა პაბლო საბალეტამ გაუკეთა.
იხილეთ ვიდეო "საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩემი გუნდი 70 წუთის განმავლობაში კარგად თამაშობდა. სხვა თუ არაფერი, უკეთესად, ვიდრე პარაგვაისთან შეხვედრაში.
ყველამ იცის, რომ არგენტინელები ცდილობენ, ლამაზად ითამაშონ, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის. ურუგვაი დაცვაში ბრწყინვალედ გაისარჯა და მხოლოდ შორიდან დარტყმის საშუალებას გვიტოვებდა", - თქვა მატჩის შემდეგ მარტინომ.
* * *
ჯგუფის მეორე მატჩში პარაგვის ნაკრებმა ასევე მინიმალური ანგარიშით იამაიკას აჯობა - ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ედგარ ბენიტესმა შეაგდო.
B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს 4-4 ქულით არგენტინა და პარაგვაი იყოფენ. 3 ქულაა ურუგვაის ანგარიშზე, ხოლო იამაკა უქულოდაა.
გაუზიარე მეგობრებს
loading...