+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის კადრები თვითმხილველმა გადაიღო. როგორც თამუნა ქოჩორაძე „ფეისბუქში“ წერს, კლდეს უკვე წლებია, თხრიან და სახლებს აშენებენ.
შეგახსენებთ, ფანასკერტელზე კლდის ჩამოშლა საგანგებო სიტუაციების სამსახურში უარყვეს, - „ქვა ჩამოგორდა და სამაშველოს დახმარებაც არ გახდა საჭირო, უკან გააბრუნეს“.
„გადავიღე ამ დილას, რვა საათზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე: ჩემი სახლის წინ არსებულ კლდეს წლებია თხრიან და სახლებს აშენებენ. უკვე აშენებულია ორი სახლი – ერთი ხევზეა გადაკიდებული, მეორე მის წინ. სავარაუდოდ გაზაფხულზე თბილისის მერიამ კიდე გასცა მშენებლობის ნებართვა და ისევ დაიწყო კლდის თხრა. შედეგად ამ დილას დაიწყო კლდის ჩამოშლა, რისი ნაწილიც ასახულია ვიდეოზე. ეს რომ მომხდარიყო დღის განმავლობაში, როდესაც ინტენსიური თხრა მიმდინარეობს, რომელიმე მუშას ალბათ მოიყოლებდა.
მივმართავთ თბილისის მერიას და მოვითხოვთ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას! ყველაფერს აქვს საზღვარი!
პ.ს. ნახეთ 02:25–დან. ამის შემდეგ შლა ისევ გაგრძელდა. მოვიდა პატრული და ქვემოთ გზაზე ავტომანქანების მძღოლებს მოთხოვა მათი გაყვანა“, -წერს თვითმხილველი.
გაუზიარე მეგობრებს
loading...