+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი თავის ეროვნულ ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაა.
ბრაზილიასა და კოლუმბიას შორის კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე გუშინ გამართულ შეხვედრაში, საფინალო სასტვენის შემდეგ, ნეიმარმა ბურთი მეტოქე ფეხბურთელს, არმეროს მოარტყა, რასაც მოედანზე დაძაბულობა მოჰყვა. შედეგად, ნეიმარმა და კოლუმბიელმა კარლოს ბაკამ წითელი ბარათები მიიღეს.
დღეს გაირკვა, რომ სადისციპლინო კომიტეტმა ნეიმარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს, რომ 23 წლის ფეხბურთელი გუნდს ჯგუფის ბოლო მატჩში, ვენესუელას წინააღმდეგ ვერ დაეხმარება და თუ ბრაზილია ფლეი ოფში გავიდა, ნეიმარი ვერც 1/4-ფინალში ითამაშებს.