+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის მოსახლეობას მიმართავს, არ შეეშინდეთ განსაცდელის, რადგან ყველაფერი ღვთის წყალობთ გაივლის.
როგორც პატრიარქმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით ბრძანა, საქართველო ამაზე დიდ განსაცდელში ყოფილა და ესეც გაივლის.
„მივმართავ თბილისის მოსახლეობას, არ შეეშინდეთ, ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის. ამაზე უარეს და ამაზე მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვართ და ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენთან“, - ბრძანა პატრიარქმა.
იგი თბილისის მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს და თანადგომა აღმოუჩინონ მათ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...