+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძე, მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ კუს ტბისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
"ტარდება საძიებო სამუშაოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, დადგმულია სპეციალური ტექნიკა ფოტომახეების სახით და ხორციელდება ტერიტორიის სისტემსტიური მონიტორინგი.
კვლავ, მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.
მზიურის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდნიარე სამუშაოებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც, მათ კოორდინაციას ახდენენ მერიის წარმომადგენლები, რომლებიც მოხალისეებს უტარებენ ინსტრუქციას, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით", - განაცხადა ღიბრაძემ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...