შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

მაშველებმა, სოფელ ქვაბისხევში, ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს შემთხვევა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 19 » მაშველებმა, სოფელ ქვაბისხევში, ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს

მაშველებმა, სოფელ ქვაბისხევში, ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სოფელ ქვაბისხევში ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, ექსკურსიის დროს დაკარგული სოფელი არბოს საჯარო სკოლის 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელი არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობელთან ერთად დაიკარგნენ. მათ წმ. მარიამის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელი გზა აერიათ.

„ქ. ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა. მათთან ერთად სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მაშველები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაკარგულები დროულად აღმოაჩინეს. მაშველებმა ისინი რთულად მისასვლელი გზიდან უვნებლად ჩამოიყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

ტეგები
სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-19-129"
მაშველებმა, სოფელ ქვაბისხევში, ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს
მასალა ნანახია 839
რეიტინგი 1.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 129
კატეგორია შემთხვევა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 19





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 14
სტუმრები 14
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 14
სტუმრები 14
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css