+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში რუსული კინოსა და ესტრადის ვარსკვლავები: ნადეჟდა მიხალკოვა, ვერა ბრეჟნევა, ვალერი მელაძე, რეზო გიგინეიშვილი, ფიოდორ ბონდარჩუკი თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულის, ლულუ ვარდიაშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ.
„მიყვარს საქართველო და ყველაფერი ქართული, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, „სტიქიის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, დახმარების გაწევა ეს ჩვენი საქმეა“, „თბილისო, გითანაგრძნობ, ჩვენ შენ გვერდით ვართ“, „თუ გვიყვარს თბილისი, გაჭირვების დროს უნდა დავეხმაროთ“ - მსგავსი ფრაზებით გამოხატავენ რუსული კინოსა და ესტრადის ვარსკვლავები საქართველოსადმი მხარდაჭერას. როგორც გიგინეიშვილი ვიდეოში საუბრობს, ვარდიაშვილი მისი მეგობარია და ის სტიქიის შედეგად შვილებთან ერთად უსახლკაროდ დარჩა.
რეზო გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ანგარიშის ნომერს, რომელზეც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...