+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
UEFA-ს სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით, ქართველი ფეხბურთისმოყვარულებისთვის შექმნილ პრობლემაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
როგორც News.ge-ს სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა დვალიშვილმა განუცხადა, ფეხბურთის ფედერაციასთან, განცხადება 11:30 საათზე გაკეთდება.
შეგახსენებთ, სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია, რადგან პორტალი biletebi.ge არ ფუნქციონირებს. ვებგვერდის ინფორმაციით, საიტზე მიმდინარეობს შეტევა და მუშაობენ გასანეიტრალებლად.
შეგახსენებთ, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და „სევილია“ სუპერთასისთვის 11 აგვისტოს, იბრძოლებენ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...