+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
თბილისის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ კონფერენცია „მდგრადი ენერგეტიკის დღეები 2015“ გაიხსნა. კონფერენცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა.
ლექვინაძის განცხადებით, კონფერენცია ევროკავშირის „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა.
„თბილისი „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქია და ეს მიმართულება, რომელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას და სათბური აირების ემისიის შემცირებას უზრუნველყოფს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიმართულება საბოლოო ჯამში ცხოვრებისათვის უკეთესი გარემოს შექმნას ემსახურება და თბილისი „მერების შეთანხმების“ ფარგლებში მომავალში ასეთი ტიპის სამაგალითო ქალაქად უნდა იქცეს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონფერენციას განათლების, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო სექტორისა და რეგიონებიდან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...