+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამმა ადამიანმა კი, რომლებიც ავტომანქანაში ისხდნენ, მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულების კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ავტომანქანაში 5 ადამიანი ისხდა.
შემთხვევა გუშინ, 21 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ზეკარის უღელტეხილზე, ხრამში გადავარდა.
აბასთუმანში მცხოვრებლების ვერსიით, ზეკარის უღელტეხილზე მომავალი ავტომანქანა ნაწვიმარზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე,თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გაუზიარე მეგობრებს
loading...