+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები დალოცა. შეხვედრა კრწანისის საპატრიარქოს ტყე-პარკში გაიმართა.
უწმინდესმა დაზარალებულებს სიტყვით მიმართა. "ამ დღეებმა გვაუწყეს ჩვენ, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა", - განაცხადა პატრიარქმა. სტიქიით დაზარალებულებს სასულიერო პირებმა ზეთი აცხეს და საჩუქრად ხატები და ჯვრები გადასცეს.