+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა არსებობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აბესაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
,,საქართველოს პროკურატურის მიერ უკვე ამოღებულია საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული შემდეგი გეოლოგიური დასკვნები:
1. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პკ26-პკ32+20 მონაკვეთზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები;
2. ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ტრასის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
3. მდ. ვერეს ხეობაში გამავალი ჩქაროსნული სააავტომობილო მაგისტრალის ალტერნატიული ვარიანტის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;
4. გმირთა მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევა.
როგორც ხედავთ, გეოლოგიური დასკვნები არსებობს.
ეს ისტერია კი მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებისთვისაა. რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რაზედაც საზოგადოებაში შეკითხვები გაჩნდა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების მოქმედების ოპერატიულობა, ეფექტურობა და ორგანიზებულობა მძიმე ბუნებრივი სტიქიის დროს ადამიანების სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას.
თუმცა, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, ძნელია გქონდეს პროკურატურის ობიექტურობის იმედი ახლანდელი ხელისუფლების მოქმედებების შეფასებისა’’, - წერს აბესაძე.
გაუზიარე მეგობრებს
loading...