შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

„მოხალისეებს ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ“ პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » „მოხალისეებს ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ“

„მოხალისეებს ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ“

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ვინ დაუკვეთა მკვლელობა ვერეს?“ - საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ავტორებმა ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის მიზეზებსა და სტიქიის შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე ფილმი მოამზადეს.

ფილმში საუბარია ხეობაში სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერებაზე, ასევე ვაკე-საბურთალოს გზის პროექტზე.

ფილმის ავტორების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კრიზისების მართვის შტაბმა, მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კანალიზაციის დროებითი კოლექტორის მდინარეში ჩაშვების გადაწყვეტილება მიიღო. მდინარის ქვედა წელში კი მოხალისეები მუშაობდნენ.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მოპოვებულ ფოტომასალაზე აღბეჭდილია მდინარე ვერეში ჩაშვებული კანალიზაციის ღია კოლექტორი, რომელიც წყნეთის ქუჩიდან ვერეზე გადადიოდა და მიმდებარე ტერიტორიის შენობებიდან გამომავალი საკანალიზაციო მილების ნაკადებს კრებდა.

„მოხალისეებს ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ისე, როგორც ვერესა და მტკვრის წყალთან შეხებაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის, არავის მიუწვდია.

გარდა იმისა, რომ ამით საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა, დამალული ინფორმაცია დამალული რისკების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. რისკების არასწორმა გათვლამ და პროგნოზის არქონამ კი, ქვეყანაში ერთი მძიმე შედეგი უკვე დააყენა ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა რისკს შეიცავს, დღეების განმავლობაში, ადამიანებით სავსე ვერეში კანალიზაციის კოლექტორის ჩაშვება“, - ნათქვამია ფილმში.

ფილმის ავტორებს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დაუდასტურეს, რომ კოლექტორი მდინარეში ჩაუშვეს და გადაწყვეტილება იძულებით გამოსავალად შეაფასეს.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-23-162"
„მოხალისეებს ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ“
მასალა ნანახია 846
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 162
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 23





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 21
სტუმრები 21
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 21
სტუმრები 21
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css