+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
თბილისის ვიცემერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არ იცის, არის თუ არა პროკურატურაში ახალ გზასთან დაკავშირებით გადაგზავნილ მასალებში, გეოლოგიური დასკვნა.
"დოკუმენტი, რომელიც მე პირადად მაქვს ნანახი, ამ დოკუმენტს ჰქვია "გმირთა მოედნის და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციის პროექტი", მე მაქვს ნანახი ჩამონათვალი, სადაც გეოლოგიური დასკვნები მოხსენიებულია, თუმცა თვითონ გეოლოგიური დასკვნა არ მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, პროკურატურაში არის თუ არ არის ეს დოკუმენტი ამ წუთში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გამოძიება ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტაციაში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ მერიიდან გამოითხოვა, გეოლოგიური დასკვნა არ იყო.
თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი აბესაძე უარყოფს, რომ პროექტში გეოლოგიური დასკვნა არ არსებობს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...