შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

პრემიერ–მინისტრმა ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა (ვიდეო) პოლიტიკა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » პრემიერ–მინისტრმა ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა (ვიდეო)

პრემიერ–მინისტრმა ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა (ვიდეო)

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ოლიმპიადის მომსწრენი გავხდებით, რაც არის ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ობიექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმების გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, დაუგეგმავად მიიღო.

მთავრობის მეთაური ოლიმპიურ სოფელს ეწვია, შემდეგ კი „თბილისი 2015“-ისთვის განკუთვნილი ახალი სპორტული ობიექტები–მძლეოსნობის დარბაზი, ტანვარჯიშის არენა, საცურაო აუზები, ფრენბურთის არენა მოინახულა და გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ღონისძიებებას.

„ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და ამავდროულად უზარმაზარი პრივილეგია. დამამათავრებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხდება დასუფთავება. ველოდებით ოლიმპიადას და ველოდებით ბევრ სტუმარს, თბილისი ივლისის ბოლოს იქნება ძალიან დატვირთული. ოლიმპიადის დასრულებისთანავე, ორ კვირაში ველოდებით უეფა-ს სუპერ თასის ფინალს, რაც ასევე იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოვიდეს თბილისში,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლიმპიური ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ორ კვირაში დასრულდება.

2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-23-178"
პრემიერ–მინისტრმა ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა (ვიდეო)
მასალა ნანახია 849
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 178
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 23





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 25
სტუმრები 25
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 25
სტუმრები 25
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css