+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "არჩევანის" ეთერში 13 ივნისს მომხდარ სტიქიაა და მის შედეგებზე საუბრობს, მისი განცხადებით, ვერცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ ნორმალურად ვერ იმუშავა.
"ყველასთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, როდესაც ადამიანები დაიღუპნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც შეიძლებოდა, მათი ყველას თუ არა, უმეტესობის დაღუპვის თავიდან აცილება. გამოძიება რა თქმა უნდა უნდა ჩატარდეს, ადამიანებიც რომ არ დაღუპულიყვნენ, ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კრიზისების შემდეგ ყოველთვის ტარდება ვითარების შესწავლა, იმისათვის, რომ ინახოს რამდენად იმუშავა შესაბამისმა სტრუქტურებმა, რამდენად ეფექტურად იყო სახელმწიფო მანქანა ამოქმედებული, იმისათვის რომ შემდგომი მოვლენების დროს კიდევ უკეთესად იყოს სახელმწიფო მომზადებული, მით უფრო ჩვენ დავინახეთ, რომ ვერცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ ნორმალურად ვერ იმუშავა.
ის, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს ნათლად გამოჩნდა ამ კრიზისის დროს, როდესაც პირველი შეტყობინება შემოვიდა, რომ ახალდაბაში ჩამოწვა მეწყერი, სახელმწიფოს იმ წუთში უნდა ეფიქრა როგორ გაენთავისუფლებინა დაგუბებული წყლისათვის გზა, რომ არ წაელეკა ნახევარ ქალაქი. ხელისუფლებას უნდა გამოეცხადებინა ევაკუაცია შესაბამის ზოლში, გამოეცხადებინა ქუჩების გადაკეტვა, იქ სადაც დატბორვის საშიშროება არსებობდა, ასეთ შემთხვევაში ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გადარჩებოდა, თუ ყველა არა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ვითარება, როდესაც ორი საათით ადრე, თურმე 112-ში შედიოდა ზარები, მთავრობამ ორი თუ ორსაათნახევრით ადრე იცოდა რომ ახალდაბაში არის მეწყერი ჩამოწოლილი და ხელოვნური დამბა კეთდება და ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ის ვერ დაითვალა ათი ვეფხვი იყო ზოოპარკში თუ ათი ლომი, თუ თხუთმეტი და საერთოდ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როდესაც წინა დღით ხელისუფლება აცხადებდა რომ მტაცებელი ცხოველები ქალაქში აღარ არიან და მეორე დღეს, დღისით, მზისით ახალგაზრდა ადამიანი შეეწირა ვეფხვის თავდასხმას.
იმ ადგილიდან სადაც ვეფხვმა ახალგაზრდა მამაკაცი დაგლიჯა 50 თუ 100 მეტრში ერთი საათით ადრე ბულგარეთის პრეზიდენტი ჰყავდათ მიყვანილი, საერთოდ მთელს მსოფლიოში თავი მოგვეჭრებოდა ბულგარეთი პრეზიდენტი რომ დაეგლიჯა იმ ვეფხვს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...