+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ქართული რუსულენოვანი სააგენტოს Geomigrant-ის ინფორმაციით, ქართულმა ღვინოებმა ლონდონში გამართულ Decanter World Wine Award-ზე 20 ჯილდო დაიმსახურეს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდეობაზე მონაწილეობას იღებდნენ ქართული კომპანიები: „ალავერდის მონასტერი“, „ბაგრატიონი“, „შატო მუხრანი“, „ხარება“, Schuchmann Wines Georgia, „შუმი“, „თამადა“, „თბილღვინო“, „თელიანი ველი“.
ქართულმა კომპანიებმა 4 ვერცხლის და 16 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო 8 ღვინომ ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
Decanter World Wine Award-ზე ჯამში მსოფლიოდან 16 ათასი სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ჟიურის 240 წევრი აფასებდა. ყველაზე მეტი ჯილდო საფრანგეთმა მიიღო, რომლის ღვინოებმაც 58 ოქროს და 398 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...