შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

„შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ წყალი მინიმუმ 7-8 მეტრზე ზემოთ აიწევდა, გამორთავდა ელექტროსისტემას და ცხოველებს ამოატივტივებდა“ შემთხვევა - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » „შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ წყალი მინიმუმ 7-8 მეტრზე ზემოთ აიწევდა, გამორთავდა ელექტროსისტემას და ცხოველებს ამოატივტივებდა“

„შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ წყალი მინიმუმ 7-8 მეტრზე ზემოთ აიწევდა, გამორთავდა ელექტროსისტემას და ცხოველებს ამოატივტივებდა“

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

თბილისის ზოოპარკი „ფეისუბქის“ საშუალებით საზოგადოებაში ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოპარკში სტიქიამდე არსებული უსაფრთხოების ზომები სრულიად შეესაბამებოდა ყველა სტანდარტს.

როგორც განცხადებაში წერია, მტაცებლების და მაიმუნების ე.წ. „ძველი ვოლიერები“ (ავტომაგისტრალის მოპირდაპირედ) ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო აშენებული და მთლიანად იყო გადახურული 3 სმ-ის დიამეტრის სრული რკინის გისოსებით. ადმინისტრაციის განცხადებით, ასეთი გისოსების დაზიანება მხოლოდ კოლოსალური ძალისხმევის შედეგად იყო შესაძლებელი, რაც სრულიად გადის ადამიანისა და ცხოველის ფიზიკური შესაძლებლობებიდან.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ, მაშველების მიერ გამოყენებული იყო ბენზინზე მომუშავე სპეციალიზებული, ძალიან მძლავრი ე.წ. „ბალგარკა“, რომელიც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტებს ჰქონდათ და ამ მოწყობილობამაც კი დიდი სირთულით გადაჭრა გისოსები მკვდარი ცხოველების ვოლიერებიდან გამოსაყვანად.

ერთ-ერთი ამ სრულად დახურული ვოლიერის გისოსებს შორის ახალგაზრდა ვეფხვის (სახელად ბარბარა) გამოძრომა როგორც ჩანს, განაპირობა წყალდიდობის დროს გისოსებზე უზარმაზარი საგნის დარტყმამ, რამაც გისოსები გაწია იმდენად, რომ გაეტია ვეფხვის თავი (თუ თავი ეტევა, კატისებრი მთლიანად ახერხებს გაძრომას).

„წყალმოვარდნამ, რომელმაც მრავალი ავტომანქანა აიტაცა და უზარმაზარი მორები ქაოტურად ატრიალა სრულად დაფარა გალიები და უმძიმესი ფიზიკური დარტყმები მიაყენა ვოლიერებს. ათასობით ტონა წლის სიმაღლემ მინიმუმ 7-8 მეტრი შეადგინა ზოოპარკის ამ სეგმენტში. ცნობისთვის, ვეფხვი ბარბარა მაინც დაიღუპა და მისი გვამი იდენტიფიცირებულია. ყველა დანარჩენი მტაცებელი ე.წ. „ძველ ვოლიერებში“ (3 იაგუარი, 6 დათვი და 3 ლომი) წყალმოვარდნის გამო დაიხრჩო“, - წერია ზოოპარკის „ფეისბუქზე“.

რაც შეეხება ღია ტიპის ვოლიერებს ზოოპარკის დამინისტრაცია წერს, რომ სტანდარტულ კრიზისულ პირობებში ცხოველის იქიდან გამოსვლა შეუძლებელია, რადგან ვოლიერის ოთხივე კედელი ბოლოში მოკეცილია, ქმნის უარყოფით დაქანებას და ცხოველი აძრომის შემთხვევაშიც კი, ვერ ახერხებს ამ ბარიერის გადალახვას. ასევე, ყველა მტაცებლის ღია ვოლიერს ზემოდან გადატარებული ჰქონდა სპეციალური დანიშნულების ელექტრომავთულები, სადაც გადიოდა 10,000 ვოლტის ძაბვის დენი (დაბალი ამპერაჟით), რომლიც უსაფრთხოა ცხოველისთვის, მაგრამ იწვევს შოკს. მათივე ინფორმაციით, ამგვარი ღია ტიპის ვოლიერები მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკებში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და უსაფრთხოების სრული გარანტიაა სტანდარტულ კრიზისულ სიტუაციაშიც კი, - „ჩვენს შემთხვევაში კი პარქტიკულად შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ წყალი მინიმუმ 7-8 მეტრზე ზემოთ აიწევდა, გამორთავდა ელექტროსისტემას და ცხოველებს ამოატივტივებდა“.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-25-192"
„შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ წყალი მინიმუმ 7-8 მეტრზე ზემოთ აიწევდა, გამორთავდა ელექტროსისტემას და ცხოველებს ამოატივტივებდა“
მასალა ნანახია 779
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 192
კატეგორია შემთხვევა
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 25





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 12
სტუმრები 12
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 12
სტუმრები 12
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css