+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კავკასიის ტერიტორიაზე, პროვინციის დაარსების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„გამოწვევები დიდი ნათქვამია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი ჩვენთვის და კავკასიისთვის. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის გამიჯნებულები და არ ეთანხმებოდნენ ამ ისლამურ სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჩავერთვებით.
ჩვენ ვმუშაობდით როგორც ისლამური სახელმწიფოს მიმართულებით, ასევე იმარათ კავკასიის მიმართულებით და ისევ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონტროლს და უფრო მეტად გავამკაცრებთ იგივე საზღვრებს და იგივე - სადაც ეს ადამიანები მოძრაობენ სირიაში, ასევ ვთქვათ. თურქეთში არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაზე კარგად დაცული საზღვარი თუ არის, ერთ-ერთი თურქეთის მიმართულებაა. აქედან გამომდინარე გამკაცრებულია“, - განაცხადა გომელაურმა.
გაუზიარე მეგობრებს
loading...