+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. თინათინ ხიდაშელი დღეს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელშიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები არიან წარმოდგენილნი.
მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და პოლიტიკური სიტუაცია შეაფასეს და სამომავლო გეგმები დასახეს. იენს სტოლტენბერგმა მისიის მიერ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, საშინაო დავალებებს პირნათლად ვასრულებთ. მთავარი თემა უკვე არის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, გენერალური მდივნის მოადგილესთან არის დღეს შეხვედრა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეთივე მნიშვნელოვანია ის ორმხრივი შეხვედრები, რომელსაც თავდაცვის მინისტრებთან ვმართავთ, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, ასევე, ჩვენს მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებთან. თუმცა, საქართველო საკმაოდ წინ არის გაქცეული ამ გზაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასევე, სხვა ასპირანტი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ვხვდებით, შევხვდით შვედეთის თავდაცვის მინისტრს. გზავნილები უნდა იყოს ერთგვაროვანი და ვარშავის სამიტისთვის რაღაც ერთიანი გეგმითა და სტრატეგიით უნდა მივიდეთ ყველანი - წევრებიც, წევრობის გზაზე მდგომებიც და არაწევრებიც, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობაში არიან ნატოს სახელმწიფოებთან. ვნახოთ, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
გაუზიარე მეგობრებს
loading...