"Attackers wanted to blow up factory" in Saint-Quentin-Fallavier - French President Francois Hollande Latest updates: http://bbc.in/1GwvZKW
Posted by BBC News on 2015 წლის 26 ივნისი, პარასკევი
საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. მისი თქმით, ტერორისტებს ლიონში ქარხნის მთლიანად აფეთქება სურდათ. ისინი ამის გაკეთებას გაზის ბალონების გამოყენებით აპირებდნენ.
„ეს არის ტერორისტული აქტი. ნაპოვნია თავმოკვეთილი ცხედარი, რომელზეც ტერორისტმა წარწერა გააკეთეს. ამ დორისთვის გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი“, - განაცადა ოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ლიონში, თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელ ქარხანაში ტერორისტული აქტი მოხდა. პოლიციამ ქარხანაში მამაკაცის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინა.
ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ხელში ისლამისტური დროშა ეჭირა.
გაუზიარე მეგობრებს
loading...
სულ კომენტარები: 0
loading...
ინფორმაცია
/news/2015-06-26-207"
ოლანდი - „თავმოკვეთილ ცხედარზე ტერორისტებმა წარწერა გააკეთეს“