+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
კომპანია „კავკასუსმა“ ფეხბურთის ფედერაციასა და biletebi.ge-ს UEFA-ს სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების ელექტრონულად გაყიდვაში დახმარება შესთავაზა.
ცნობისთვის, გუშინ, ფედერაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ 30 000 ბილეთიდან 24 ათასი საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდოს, ხოლო 6000 - უცხოელ გულშემატკივრებზე. UEFA დეტალების გაცნობის შენდეგ, ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ ვართ წარმომადგენლები UEFA-სი საქართველოში, მეტი არაფერი. აირჩია კომპანია, იქედან გამომდინარე, რომ გამოცდილება აქვს და ჩვენ დავუდეთ კონტრაქტი. ამათ უნდა გადავუხადოთ ის ფული, რომელიც არის მომსახურების. მაგათმა უნდა გადმოგვირიცხონ ჩვენ ფული, ის ფული უნდა დავუბრუნოთ UEFA-ს.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაკმაყოფილდეს ჩვენი გულშემატკივარი. ის, რაც ტექნიკურად, შემოგვთავაზა biletebi.ge-მ, ითვალისწინებს იმას, რომ ყველას ექნება საშუალება, შევიდეს, დადგებიან „ოჩერედში“ და არ ვიცი, 24 ათასი შეხვდება თუ ორი ათასი, ქართველ გულშემატკივარს.
კომპანია „კავკასუსმა“ გამოთქვა სურვილი, რომ დაგვეხმაროს, მოგვცეს ტრაფიკი, ყველაფერი გააკეთოს, სხვა კომპანიებიც არის“, - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...