+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
UEFA-ს სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხები ზუსტდება. ამის შესახებ biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, ქართულმა მხარემ UEFA-ს სთხოვა, რომ ბილეთების 80% ქართველებისთვის განსაზღვრულიყო. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24 ათასი ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის - 6 ათასი.
კომპანია biletebi.ge-მ UEFA-ს ბილეთების გაყიდვის თავისი სტრატეგია მიაწოდა. მიუხედავად პრობლემებისა, სწორედ ეს კომპანია გაყიდის საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთებს, რაც შეეხება უცხოელებს, მათ საკითხს UEFA გადაწყვეტს.
„ახლა მიმდინარეობს ტექნიკური მომენტების გარკვევა, სიტყვაზე რამდენი კაცი უნდა შევიდეს ერთდროულად საიტზე, რამდენი ხანი უნდა დარჩეს და სხვა წმინდა ტექნიკური საკუთხები. კიდევ, შესამუშავებელია სტრატეგია, რომლითაც მოხდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და „სევილია“ სუპერთასისთვის 11 აგვისტოს, იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ biletebi.ge-ს UEFA-ს სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ივნისიდან უნდა უზრუნველეყო. სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია, რადგან პორტალი biletebi.ge არ ფუნქციონირებს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...