+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
მაშველებმა მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს. მათ შორის, სავარაუდოდ, დათვის ნეშტიცაა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი აცხადებს, სამძებრო სამუშაოები წითელ ხიდამდე გრძელდება.
„ამ ეტაპზე, აღმოჩენილია ავტომობილის რამდენიმე საბურავი, დიდი რაოდენობით დანაგვიანება, რომელზეც მერიიდან გამოყოფილი მძიმე ტექნიკით მუშაობენ ჩვენი მაშველები და ეტაპობრივად იწმინდება მტკვრის კალაპოტი.
გრძელდება სამძებრო სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონში, წითელ ხიდამდე. არის ფაქტები, როცა ჩვენმა თანამშრომლებმა დაინხაეს ძაღლების გვამები, მათ შორის, არის საუბარი, რომ შემჩნეულია დათვის გვამი“, - განაცხადა ქაწაშვილმა.
გაუზიარე მეგობრებს
loading...