+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
კინემატოგრაფში ყველაზე პრესტიჟული პრემია, რა თქმა უნდა, "ოსკარია". ათასობით ცნობილი ადამიანი ოცნებობს მოხვდეს ნომინანტთა რიცხვში და მიიღოს საოცარი სტატუეტკა.
წელს, ისე მოხდა, რომ ნომინანტთა რიცხვში არც ერთი ფერადკანიანი მსახიობი არ აღმოჩნდა. ამ ფაქტმა ჰოლივუდის მსახიობის უილ სმიტის მეუღლე, 44 წლის ჯად პინკეტი გააღიზიანა. მსახიობმა, ფერდაკანიან მსახიობებს კინოპრემიის ბოიკოტისკენ მოუწოდა.
- "ოსკარის" ცერემონიაზე აფროამერიკელები ხშირად არიგებენ ჯილდოებს ან საზოგადოებას ამხიარულებენ, მაგრამ მათ იშვიათად აჯილდოებენ. იქნებ სჯობს, ყველა აფროამერიკელმა თავი შეიკავოს და არ დაესწროს დაჯილდოებას? ადამიანები ისე გვეპყრობიან, რის უფლებასაც ვაძლევთ. პატივისცემითა და იმედგაცრუებით, - წერს ფეისბუქში ჯად პინკეტ-სმიტი.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა და თაყვანისმცემლებმა, რომლებიც უკმაყოფილო არიან, სოციალურ ქსელ ტვიტერში შექმნეს ხეშთეგი #OscarsSoWhite, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება.
გაუზიარე მეგობრებს
loading...