+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
28 იანვარს, საღამოს საზარელი ავტოკატასტროფა მოხდა ზუგდიდი - ჯვრის საგზაო მონაკვეთზე, სადაც "ფორდისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახებამ 5 ადამიანის - გიორგი ციმინტიას, ბაჩანა შონიას, დათო ბერიშვილის, ლევან მატუასა და დათო ქუხილავას სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულების სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმები იბრძვიან. გარდაცვლილთა შორის უფროსი 26 წლის არის, ყველაზე უმცროსი კი - 19-ის. მათ შორის ოთხი ჯვრის დასახლების ერთსა და იმავე კორპუსში ცხოვრობდა და ბავშვობის განუყრელი მეგობრები იყვნენ. მეხუთე, 21 წლის დავით ბერიშვილი კი სოფელ ლიას მკვიდრი იყო და როცა კატასტროფა მოხდა, ერთ-ერთი მანქანის საჭესთან სწორედ ის იჯდა.
ავტოკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.