შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

თბილისში ტაქსების მძღოლებს აღრიცხავენ – იგეგმება თუ არა ტაქსების ლიცენზირება საზოგადოება - - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » თებერვალი » 2 » თბილისში ტაქსების მძღოლებს აღრიცხავენ – იგეგმება თუ არა ტაქსების ლიცენზირება

თბილისში ტაქსების მძღოლებს აღრიცხავენ – იგეგმება თუ არა ტაქსების ლიცენზირება

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ტაქსების ლიცენზირების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

”კარგად გვესმის ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით შემოსავალს, ამიტომ ლიცენზირების საკითხი თბილისის მთავრობის მიერ ამ დროისთვის არ განიხილება” – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, საუბარია მხოლოდ თბილისში მოძრავი ტაქსების აღრიცხვიანობასა და მძღოლების ვინაობის დადგენაზე, რაც თავად ტაქსის მფლობელი მძღოლებისთვის არანაირ დამატებით ხარჯს არ უკავშირდება, მათ არც გადაადგილება შეეზღუდებათ.

ლექვინაძის ინფორმაციითვე, საუბარია მხოლოდ იმ ადამიანთა ვინაობის რეგისტრაცია-აღრიცხვიანობაზე, ვინც დღესდღეობით თბილისში ტაქსით მომსახურების სერვისს ეწევა.

მერის მოადგილის განმარტებით, ტაქსის მძღოლების დადგენილი ბაზის ქონა უპირველესად მგზავრის უსაფრთხოების დაცვის ერთგვარი გარანტიაა – ადგილობრივმა მოქალაქემ თუ ტურისტმა სასურველია იცოდეს, ვინ ემსახურება, ამით უსაფრთხოების დაცვა და რაიმე ინციდენტის შემთხვევაში მძღოლის იდენტიფიცირებაც გაცილებით მარტივია.

ამასთან, ლექვინაძის განმარტებით, საუბარია მხოლოდ ინდივიდუალურად მომუშავე ტაქსის მძღოლებზე და არა კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტაქსოპარკებზე.

ასევე, რეგისტრაცია-აღრიცხვიანობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის ტექნიკური მხარეების მოგვარებას, რათა არ დადგეს ტაქსის მძღოლების მიერ რაიმე დამატებითი მატერიალური ხარჯის გაღების ვალდებულება.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა სისტემით მოხდება თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლების აღრიცხვა, სისტემაზე მერიაში ჯერ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ვადები და კონკრეტული მოდელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

ტეგები
სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2016-02-02-270"
თბილისში ტაქსების მძღოლებს აღრიცხავენ – იგეგმება თუ არა ტაქსების ლიცენზირება
მასალა ნანახია 835
რეიტინგი 1.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 270
კატეგორია საზოგადოება
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 2





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css