+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
ოფიციალურად გაცხადდა: პეპ გვარდიოლა ინგლისში ”სიტიში” მიდის. მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ახსნა, რატომ მიიღო ”მანჩესტერ სიტის” წინადადება.
”55-60 წლის რომ ვიყო, ”ბაიერნში” დავრჩებოდი მანამ, სანამ კარლ-ჰაინც რუმენიგე ან მატიას ზამერი არ მეტყოდნენ: გეყოფა. მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ახალი გამოწვევა მჭირდება. ვერ დავამთავრებდი კარიერას ისე, რომ თავი ინგლისში არ გამომეცადა. მიყვარს ახალი რესტორნების, ახალი ქალაქების აღმოჩენა. მინდა ეს ატმოსფერო, ეს ემოციები გამოვცადო. ვიცი, რომ ეს რისკია, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება”, – თქვა გვარდიოლამ.