+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება მადრიდის "ატლეტიკოს" მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი, "ბარსელონასთან" მატჩის დროს ლიონელ მესის წინააღმდეგ უხეშობის გამო, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
29 იანვარს, "ბარსელონამ" "ატლეტიკო" 2:1 დაამარცხა და პრიმერაში პირველ ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა. შეხვედრის პირველ ტაიმში, ფილიპე ლუისმა მესის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მან პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყეტილება გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ 30 წლის ბრაზილიელ მარცხენა მცველს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ის "ეიბართან", "ხეტაფესთან" და "ვილიარეალთან" გასამართ მატჩებს გამოტოვებს და გუნდს "რეალთან" შეხვედრაში დაუბრუნდება.