+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ფიფა-მ ოფიციალურ ტვიტერში რუსეთის ფედერაციის რუკა, ყირიმის გარეშე გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ამ ფაქტს ყურადღება მიაქციეს და ამის შემდეგ, ჩანაწერი ტვიტერიდან აიღეს.
"Россия-2018" საორგანიზაციო კომიტეტმა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
"კომენტარის გარეშე", განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის გენდირექტორმა, ალექსეი სოროკინმა.
ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა კომპანია Coca-Cola-სთანაც.
Coca-Cola რუსეთის ფილიალმა, სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის რუკა, ყირიმის გარეშე გამოაქვეყნა.
ამ ფაქტს, კომპანიის მხრიდან ბოდიშის მოხდა და რუკის ჩასწორება მოჰყვა, რამაც კიევის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
გაუზიარე მეგობრებს
loading...