+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრება დღეს გაიმართება. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორი, 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებით, კრებაზე საკონტროლო პაკეტის მფლობელის გია გაჩეჩილაძის პარტნიორთა კრებიდან გარიცხვის საკითხს დააყენებენ.
გიორგი გვენეტაძე განმარტავს, რომ კრების მოწვევის პროცესში პროცედურული დარღვევებია დაშვებული. ადვოკატის თქმით, მათ, როგორც პარტნიორებს, წინასწარ უნდა სცოდნოდათ კრებაზე წამოყენებული საკითხები, რათა საკუთარი პოზიცია მოემზადებინათ.
„მაკა ასათიანის მხარე ვისარგებლებთ პარტნიორის უფლებით და დავამატეთ დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი, მათ შორის პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის გარიცხვა. ჩვენ გვაქვს, ჩვენი აზრით, შესაბამისი არგუმენტები, არის გარკვეული პროცედურული დარღვევები დაშვებული კრების მოწვევის პროცესში. საფუძველი დირექტორის გათავისუფლების მითითებული არ არის. ჩვენ, როგორც პარტნიორებს, წინასწარ უნდა გვცოდნოდა, რა საკითხებზე გვიწევდა მსჯელობა და ან ვის გვთავაზობდნენ კანდიდატურად, რომ მოგვემზადებინა ჩვენი პოზიცია“,-განაცხადა გვენეტაძემ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...